ეკონომიკა: აჭარის ხელისუფლებამ სოციალური პროგრამების ბიუჯეტი გაზარდა | Georgian News | ||
აჭარის ხელისუფლებამ მიზნობრივ პროექტებში კორექტივები შეიტანა. საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა 800 ათასი ლარით გაიზარდა, რაც გარდა 9 სკოლის რეაბილიტაციისა, დამატებით 5 სკოლის რეაბილიტაციის საშუალებას მიცემს. ბათუმისა და რეგიონის კიდევ 5 მუნიციპალიტეტში სკოლების კაპიტალური რემონტი იგეგმება. აჭარის ხელისუფლების პრესს–სამსახურის ინფრომაციის თანახმად, მთავრობის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწვეტილება "ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის" რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის 6,5 მილიონი ლარით და საერთო ბიუჯეტის 32 მილიონი ლარით გაზრდის თაობაზე. სარემონტო სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული ეკონომიკის წყალობით, პროგრამის "მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურეობის კომპონენტის" ბიუჯეტის საკითხი მოწესრიგდა. წელს, ამ პროგრამით 109 პაციენტის მკურნალობა დაფინანსდა, ხოლო დღეისათვის მკურნალობის კურსს 44 ადამიანი გადის. ბიუჯეტში შეტანილი ცვლიბების შედეგად, პროგრამით უფრო მეტი პაციენტი ისარგებლებს, ვიდრე თავიდან იყო განსაზღვრული. ამის გარდა, მთავრობამ ადგილობრივ 6 გზას შიდანსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სტატუსი მიანიჭა. საუბარია ბათუმი–ახალციხე–კინათის, ქედა–მერისი–სალიბაურის, ზომლეთი–ხიხაძირის, ხიჩაურ–ნაგვარევის და ქობულეთი–ჩახათი–ცხემლვანას მონაკვეთზე. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2772.html
| |||
Posted by consul | 06 Jul 2011, 22:54 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.