პოლიტიკა: ნუგზარ წიკლაური: საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების დაკავშირება სომხურ ეკლესიასთან უპასუხისმგებლოა | Georgian News | ||
რელიგიური გაერთიანებებისათვის იურიდიული სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების დაკავშირება სომხურ ეკლესიასთან შეუცნობელი ადამიანების უპასუხისმგებლო განცხადებაა, მიაჩნია საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს ნუგზარ წიკლაურს, იუწყება “GHN“. ამის შესახებ მან განაცხადა, როდესაც დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის არქიეპისკოპოსის, მამა ზენონის სიტყვებზე კომენტარს აკეთებდა. „ეს შეუცნობელი ადამიანის უპასუხისმგებლო განცხადებაა. ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი ექვსი წლის განმავლობაში წარმოებს და მე მრცხვენია, რომ პარლამენტმა ამდენი ხნის განმავლობაში რელიგიური გაერთიანებების სტატუსის შესახებ საკითხის გადაჭრა ვერ შეძლო“, - თქვა წიკლაურმა. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე ეკლესიების სომხური მხარისთვის გადაცემის საკითხს, უმრავლესობის წარმომადგენელი ამ თვალსაზრისით პრობლემებს ვერ ხედავს, ვინაიდან ყველაფერს მეცნიერები დაადგენენ. „თუ რომელიმე ტაძარი ნამდვილად სომხურია, ვერ ვხვდები, რატომ უნდა არსებობდეს პრობლემა იმისა, რომ ამ ხალხმა ტაძარში ილოცოს“ - თქვა დეპუტატმა. შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის არქიეპისკოპოსმა, მამა ზენონმა ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რელიგიურ ჯგუფებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის მიღება პირდაპირ უკავშირდება სომხური სამოციქულო ეკლესიის სურვილსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ედვარდ ნალბანდიანისა და საქართველოს ხელისუფლებების მოლაპარაკებებს, რომლებიც ივნისში შედგა, რასაც წინ უსწრებდა საქართველოში სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ მეორის ვიზიტი. ასევე აღვნიშნავთ, რომ 5 ივნისს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მესამე მოსმენაში დაამტკიცა შესწორებები სამოქალაქო კოდექსში, რომლებიც ითვალისწინებს რელიგიური გაერთიანებებისათვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას და, ამავე დროს, აწესებს უფლებას იმის თაობაზე, რომ კონკორდატი მხოლოდ ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიასთან შეიძლება გაფორმდეს. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2771.html
| |||
Posted by Drakula | 06 Jul 2011, 22:52 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.