ეკონომიკა: BP: „მსოფლიოში ენერგომოხმარება რეკორდებს ამყარებს“ | World News | ||
მსოფლიო ენერგომოხმარების თვალსაზრისით 2010 წელი რეკორდული გახდა. ამის შესახებ ოთხშაბათს, 6 ივლისს, ბაქოში BP Russia-ს უფროსმა ეკონომისტმა ლევ ფრენკმანმა თქვა. „რეკორდებიროგორც ყველა რეგიონის, ისე სათბობის ყველა სახეობის მიხედვით დამყარდა“, - თქვა ფრენკმანმა BP-ის მსოფლიო ეკონომიკა - 2010-ის სტატისტიკური მიმოხილვის პრეზენტაციაზე. BP-ის მონაცემებით, ენერგორესურსების მსოფლიო მოხმარება 2010 წელს 5.6 პროცენტით გაიზარდა, რაც 1973 წლიდან ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფრენკმანის თქმით, მოხმარების ასეთ ზრდა მსოფლიო ეკონომიკის ციკლურობას უკავშირდება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნების მოთხოვნა 2010 წელს 3.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმ ქვეყნებისა, რომლებიც აღნიშნულ ორგანიზაციაში არ შედიან - 7.5 პროცენტით. მისი თქმით, 2010 წელს ასევე შეიმჩნეოდა ნავთობის მოხმარების ზრდა 3.1 პროცენტით, რაც საპროცენტო გამოთვლებით 2004 წლიდან ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. OECD-ის ქვეყნებში ნავთობის მოხმარების ზრდამ 0.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო იმ ქვეყნებში, რომლებიც ორგანიზაციაში არ შედიან - 5.5 პროცენტი. BP-ის მონაცემებით, ნავთობის მსოფლიო მოპოვება შარშან 2.2 პროცენტით გაიზარდა. ფრენკმანის თქმით, 2010 წელს მსოფლიო ენერგეტიკულ ბალანსში უცვლელად იზრდებოდა ბუნებრივი აირის წილი. შარშან აირის მოხმარების ზრდის ტემპებმა 7 პროცენტს გადააჭარბა. BP-ის მონაცემებით, აირის მოპოვება შარშან 7.3 პროცენტით გაიზარდა. მოპოვების ინტენსიური ზრდა შეინიშნებოდა რუსეთში (11.6 პროცენტი) და კატარში (30.7 პროცენტი). 2010 წელს გათხევადებული აირის ვაჭრობის ზრდამ 22.6 პროცენტი შეადგინა. BP-ის მონაცემებით, აირის მსოფლიო ვაჭრობაში LNG-ის წილი დღეისათვის 30.5 პროცენტს შეადგენს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2770.html
| |||
Posted by Drakula | 06 Jul 2011, 22:50 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.