aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: ლონდონში კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო ალიანსი შეიქმნა World News  World News 
სამშაბათს, 5 ივლისს, ლონდონში შეიქმნა კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო ალიანსი (The International Cyber Security Protection Alliance - ICSPА). ტელეკომპანია ბი-ბი-სის მონაცემებით, ახალი სტრუქტურა, რომელმაც „გააერთიანა მთავრობები, საერთაშორისო ბიზნესი და სამართალდამცავი ორგანოები, მათ შორის, ევროპოლი“, დაკავდება კიბერდანაშაულებრიობასთან ბრძოლით გლობალური მასშტაბებით.



საჭიროა აღინიშნოს, რომ ახალი ორგანიზაცია არაკომერციული გახლავთ. როგორც მოსალოდნელია, მისი დაფინანსება ევროკავშირისა და რიგი სხვა ქვეყნების (მათ შორის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ახალი ზელანდიის, აშშ-ის) მთავრობების, ასევე კერძო სექტორის კომპანიების მიერ განხორციელდება. ICSPА-ის სათავეში ჩაუდგება 2001-2004 წლების დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი დევიდ ბლანკეტი. ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ალიანსი „გეგმავს იმუშაოს ევროკავშირის პოლიციის სამსახურთან - ევროპოლთან პარტნიორობით“.


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს კიბერსაფრთხესთან ბრძოლის ამ სტრუქტურის ფორმირებას. მან აღნიშნა, რომ კიბერსაფრთხე „ჭეშმარიტად გლობალურ ზომებს“ საჭიროებს. მისი თქმით, ბიზნესს, მთავრობებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობების ფორმირების გარდა, ორგანიზაცია ასევე წვლილს შეიტანს შესაბამისი სპეციალისტების მომზადებაში, უზრუნველყოფს გამოცდილების საერთაშორისო გაცვლას.


ალიანსს მხარი დაუჭირა კიბერუსაფრთხოებისა და ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების სფეროში მომუშავე ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა McAfee დაTrend Micro. კომპანია Trend Micro-ს უსაფრთხოების დარგში გამოკვლევების დირექტორმა აღნიშნა, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც ახალი ალიანსის მღელვარებას იწვევს, განეკუთვნება ბრაზილია, სადაც აღნიშნულია მავნე პროგრამების შექმნა საბანკო სისტემებისათვის, ჩინეთი, რომლის კომპიუტერები ხშირად გამოიყენება დამნაშავეების მიერ საზღვარგარეთიდან თავდასხმებისათვის მესამე ქვეყნებზე, ასევე რუსეთი და უკრაინა.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2769.html
Posted by Drakula | 06 Jul 2011, 22:49 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: ლონდონში კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო ალიანსი შეიქმნა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 14 November 2024
  • English Georgian