შოუ-ბიზნესი: Forbes-მა ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალები დაასახელა | World News | ||
მსახიობებმა ანჯელინა ჯოლიმ და სარა ჯესიკა პარკერმა 2010 წლის მაისიდან 2011 წლის მაისის ჩათვლით 30 მილიონი დოლარი მიიღეს (თითოეულმა) და ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალები არიან. ყოველწლიური სია, რომელშიც შესულია ჰოლივუდის ათი ცნობილი კინოდივის სახელები, სამშაბათს გავლენიანმა ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა. გამოცემის მონაცემებით, ფინანსური კეთილდღეობის გამყარებაში ჯოლის დაეხმარა ჯაშუშურმა ბოევიკმა „სოლტი“ და დრამამ „ტურისტი“, რომელშიც ჯოლი ჯონი დეპთან ერთად მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ფილმი აშშ-ში მაღალი პოპულარობით არ სარგებლობდა, მათ მაინც შეაგროვეს 300 მლნ და 280 მლნ დოლარი შესაბამისად, ძირითადად, უცხოელი მაყურებლების ხარჯზე. სარა ჯესიკა პარკერის წარმატებები პროფესიულ ასპარეზზე უფრო მორიდებული აღმოჩნდა: ფილმმა „სექსი დიდ ქალაქში-2“ შემქმნელებს 290 მლნ დოლარი მოუტანა. „ხალხი ალბათ გაკვირებულია, ვინაიდან არ აცნობიერებენ, რომ კინოში გადაღებების გარდა პარკერი საკმაოდ კარგ შემოსავალს იღებს თავისი პარფიუმერიისა და რეკლამის გაყიდვებიდან“, - ახსნა მიმდინარე წლის ჩამონათვალის ავტორმა დოროტი პომერანცმა. წინა წლის ანალოგიურ სიას სათავეში ედგა სანდრა ბალოკი, რომელმაც ახლა მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა 15 მლნ დოლარით. პირველ „ხუთეულში“ დანარჩენი ადგილები წილად ხვდა ჯენიფერ ენისტონს (28 მლნ დოლარი), რიზ უიზერსპუნს (28 მლნ), ჯულია რებერტსს (20 მლნ). მათ მოსდევთ კრისტენ სტიუარტი (20 მლნ დოლარი), რომელმაც მონაწილეობა მიიღო ვამპირული ფილმის „ბინდი. დაბნელება“ გაგრძელებაში, კეტრინ ჰეიგლი (19 მლნ) და კამერონ დიასი (18 მლნ). საპატიო ჩამონათვალს ასრულებს მერილ სტრიპი, რომლის წლიურ შემოსავალსაც გამოცემა 10 მლნ დოლარად აფასებს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2768.html
| |||
Posted by Drakula | 06 Jul 2011, 22:49 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.