კულტურა: საქართველომ რუსეთი პროგრესის დონის მიხედვით დაამარცხა | Georgian News | ||
საქართველომ რუსეთი პროგრესის დონის მიხედვით დაამარცხა. ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია რუსულმა გამომცემლობა „დამოუკიდებელმა გაზეთმა“. სტატიაში აღინიშნება, რომ „ბოლო წლებში რუსეთმა ვერ შეძლო საგრძნობლად აემაღლებინა მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი, გაეუმჯობესებინა ბიზნესის წარმოების პირობები და მინიმუმამდე დაეყვანა კორუფცია. ხუთი წლის გასაოცარი შედეგი - რუსეთი რეგრესის გზაზე დადგა“. „პროგრესის მიხედვით რუსეთის ფედერაციის მიმართ საწინააღმდეგო პოლუსზე ლიდერთა რიცხვში აღმოჩნდა საქართველო, რომლის ხელისუფლება წარმატებით აუმჯობესებდა ქვეყანაში სამეწარმეო კლიმატს. ასეთი დასკვნაა კომპანია „ФБК“-ს მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ მოხსენებაში „პროგრესის რეიტინგი“. ამ რეიტინგში რუსეთმა 101 ადგილიდან 97-ე დაიკავა, ხოლო საქართველომ - პირველი“, - წერს „დამოუკიდებელი გაზეთი“. ამ რეიტინგის საშუალო მაჩვენებელი განსაზღვრულია სამი საკვანძო რეიტინგის შედეგების საფუძველზე, რამაც საშუალება მისცა 101 ქვეყანა პროგრესის დონის მიხედვით განაწილებულიყო. „მიღებულმა შედეგებმა მოხსენების ავტორებიც კი გააოცა. პროგრესის დონის მიხედვით უპირობო ლიდერი საქართველო აღმოჩნდა. ხუთი წლის განმავლობაში ყველა ინდექსის მიხედვით ჯამობრივად იგი 207 პოზიციით ამაღლდა. ამ ნახტომში საკვანძო როლი ითამაშა ბიზნესის წარმოების პირობების ინდექსმა, რომელშიც საქართველო 2006 წლის 112-ე ადგილიდან 2011 წლის 12-ე ადგილზე გადავიდა“, - აღნიშნა გაზეთი. „რუსეთში მაღალი ინფლაცია, ხარისხიანი ჯანდაცვისა და განათლების ხელმიუწვდომლობა, ასევე ბოლო კლიმატური ძვრები - როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის, რომლებიც ნეგატიურად აისახება კომუნალურ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკურ ზრდაზე - ეს ყველაფერი რუსეთს მისი განვითარების თვალსაზრისით უკან აგდებს“, - წერს „დამოუკიდებელი გაზეთი“. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2766.html
| |||
Posted by Drakula | 06 Jul 2011, 22:47 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.