aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: პატრიარქია: საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეკლესიისა და ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება Georgian News  Georgian News 
პარლამენტის მიერ მიღებული კანონი საქართველოში რიგი მოქმედი რელიგიური გაერთიანებებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, ნათქვამია საქართველოს პატრიარქიის განცხადებაში, იტყობინება “GHN“.



„საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები საკუთარი ინიციატივით მოვიდნენ საქართველოს პატრიარქიაში, 4 ივლისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რათა შემოეთავაზებინა პირველი წაკითხვისას მიღებული კანონპროექტის შეცვლილი ვარიანტი, რომელშიც კვლავინდებურად უპირობოდ იყო დაფიქსირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ რელიგიური გაერთიანებების აღიარების საკითხი. პატრიარქიამ კვლავ შესთავაზა კანონის მიღების შეჩერება, მისი საჯარო განხილვისა და საზოგადოებრივ აზრებში კონსენსუსის მიღწევის პროცესის დაწყება, ასევე შესთავაზა კომპრომისული ვარიანტი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. შეთანხმება არ მიღწეულა და ეს უკიდურესად სამწუხაროა, ვინაიდან უკვე მიღებული კანონი როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. მიგვაჩნია, რომ ეს კანონი უარყოფით შედეგებს უკვე უახლოეს მომავალში გამოიწვევს, რისი პასუხისმგებლობაც ხელისუფლებებს ეკისრებათ“, - ნათქვამია პატრიარქიის განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო კოდექსში ცვლილებათა პროექტი, რომელიც საქართველოში რიგი რელიგიური ორგანიზაციებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს, ერთხმად - 70 ხმით დამტკიცდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. საპარლამენტო ოპოზიცია კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვდა და პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2765.html
Posted by Drakula | 06 Jul 2011, 13:26 | News »
 

"საზოგადოება: პატრიარქია: საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეკლესიისა და ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 November 2024
  • English Georgian