ეს საინტერესოა: მეცნიერებმა გაიგეს, რის გამო გარდაიცვალა მოცარტი ასე ადრე | ![]() | World News | |
![]() ასე, ჟურნალ Medical Problems of Performing Artists-ში სპეციალისტმა კვლევით ცენტრ SUNARC-დან, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და ენდოკრინოლოგმა გრაცას სამედიცინო უნივერსიტეტიდან (ავსტრია) ივარაუდეს, რომ მოცარტის სიკვდილში დამნაშავეა კომპოზიტორის საერთო ავადმყოფურობა, რომელიც D ვიტამინის უკმარისობით იყო გამოწვეული. აღვნიშნავთ, რომ ამჟამად ამ ნივთიერების უკმარისობას იღებენ პერორალურად, მაგალითად, ბავშვები, მაშინ კი, XVIII საუკუნეში, ადამიანების ორგანიზმს თავად უნდა გამოემუშავებინა იგი მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. ორგანიზმში D ვიტამინის უკმარისობა ზრდის გულ-ძარღვული და ნერვული სისტემის, ასევე საყრდენ-სამოძრაო აპარატის დაავადებების, დიაბეტის და, ცალკეულ მეცნიერთა მონაცემებით, კიბოს რისკსაც კი. სხვათა გარდა, D ვიტამინის უკმარისობა ამცირებს ადამიანის ორგანიზმის საერთო იმუნიტეტს და ამით მას სუსტს ხდის გრიპისა და პნევმონიის მიმართ. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მოცარტი, ისევე როგორც სხვა მუსიკოსების უმრავლესობა, ადრეული ასაკიდან მუსიკით შენობაში იყო დაკავებული და თითქმის არასდროს ყოფილა მზეზე. ამის შედეგად მისი ორგანიზმი არ გამოიმუშავებდა D ვიტამინის აუცილებელ რაოდენობას და თითქმის მთელი ცხოვრება კომპოზიტორი სხვადასხვა ციებებით ავადდებოდა. ასევე მოცარტს ჰქონდა ქრონიკული ტონზილიტი, ბრონქიტი და რევმატიზმი. Source - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2764.html
| |||
Posted by Drakula | 05 Jul 2011, 21:38 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.