ეს საინტერესოა: მათემატიკოსებმა გამოიყვანეს განტოლება, რომლითაც ტერაქტების წინასწარმეტყველება შეიძლება | World News | ||
ჟურნალ Science-მა გამოაქვეყნა მეცნიერთა ახალი სტატია, რომლის თანახმადაც მათემატიკოსებმა მომავალი ტერორისტული აქტების წინასწარმეტყველების მეთოდი იპოვეს, რისთვისაც ეყრდნობიან მანამდე შესრულებულ ტერაქტებს შორის დროითი შუალედების ანალიზს. თავიანთ ნაშრომში მეცნიერებმა შეისწავლეს მონაცემები ავღანეთში ბოლო 10 წლის განმავლობაში განხორციელებული ტერორისტული აქტების შესახებ, ასევე ერაყთან დაკავშირებული მონაცემები, რომლებიც 2003-2009 წლებს ეხება. ამ მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ პირველი ორი ტერაქტი საკმაოდ მნიშვნელოვან დროით შუალედებში ხდება, შემდეგი ტერაქტებისას ეს შუალედები სულ უფრო მოკლე და მოკლე ხდება. ასევე მათემატიკოსებმა შეძლეს განტოლების გამოყვანა, რომელშიც ტერაქტების ვადები მომავალში დამოკიდებულია პირველ და მეორე ტერაქტებს შორის არსებულ დროზე. აღსანიშნავია, რომ მოცემული განტოლება მეცნიერებმა ასევე შეამოწმეს, გამოიყენეს რა ინფორმაცია ტერაქტებზე მსოფლიოს სხვა შფოთიანი რეგიონებიდან: მათთვისაც იგი აქტუალური აღმოჩნდა. კერძოდ, თუ პირველ ორ ტერაქტს შორის 100 დღე გავიდა, მაშინ დიდი ალბათობაა, რომ მესამე 66 დღეში, ხოლო მეოთხე - 52 დღეში მოხდება. Source - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2763.html
| |||
Posted by Drakula | 05 Jul 2011, 21:38 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.