კულტურა: ენიცკლოპედია "ბრიტანიკამ" ქართველები შეურაცხყო | Georgian News | ||
"ლეიბორისტული პარტია" ენციკლოპედია "ბრიტანიკაში" ქართული ანბანის შესახებ არსებულ ინფორმაციას აპროტესტებს. როგორც პარტიის ერთერთმა ლიდერმა სოსო შატბერიშვილმა პრესს–კონფერენციაზე განაცხადა, "ბრიტანიკაში" ქართული ანბანის შემქმნელად სომეხი მესროპ მაშტოცი სახელდება. "ანგლო–ამერიკულმა იმპერიალიზმა საქართველოს წინააღმდეგ ვანდალიზმი ჩაიდინა. საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ ქართული ანბანი უძველესი და უიშვიათესია მსოფლიოში და მისი შემქმნელი ქართლის მეფე ფარნავაზია, რომელიც ძვ.წ მე–3 საუკუნეში ცხოვრობდა. მესროპ მაშტოცი კი ძვ.წ მე–5 საუკუნეში ცხოვრობდა."–აღნიშნავს შატბერაშვილი. მისი თქმით, პარტია ორი წერილი მოამზადა. პირველი მათგანი "ბრიტანიკის" რედაქციულ საბჭოს გაეგზავნება ნებით თუ უნებლიეთ დაშველი შეცდომის გამოსწორების მიზნით, ხოლო მეორე კი საქართველოს მეცნიერების აკადემიას გაეგზავნება ამ საკითხის გარჩევაში ჩართვის მიზნით. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2756.html
| |||
Posted by consul | 05 Jul 2011, 21:29 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.