შოუ-ბიზნესი: ჰოლივუდის ფილმმა ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხა შეაგროვა | World News | ||
ფილმმა „კარიბის ზღვის მეკობრეები 4: უცნაურ ნაპირებზე“ მსოფლიო მასშტაბით 1 მილიარდზე მეტი დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ იტყობინება Boxofficemojo. ამ მომენტისათვის სურათმა მთლიანობაში თითქმის 1008 მილიარდის ოდენობით შემოსავალი შეაგროვა. ამდაგვარად, კინემატოგრაფის ისტორიაში ყველაზე საკასო ფილმების ჩამონათვალში კაპიტან ჯეკ ბეღურის თავგადასავლების მეოთხე ნაწილმა მეშვიდე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ „კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრის სკივრს“ - ფრანშიზის მეორე ფილმს - ამჟამად იმავე ჩამონათვალში უკავია მეოთხე ადგილი 1066 მილიარდის მაჩვენებლით. თავის მხრივ, თუ ვიმსჯელებთ ჩრდილოეთ ამერიკის მიღმა შემოსავლის მიხედვით, ახალი „მეკობრეები“ 776 მილიონი დოლარის მაჩვენებლით უთმობს მხოლოდ „ტიტანიკსა“ და „ავატარს“. ამასთან, აშშ-სა და კანადაში ფილმის შემოსავალმა 233 მილიონი შეადგინა - ამ მაჩვენებლით ფილმი ფრანშიზის დანარჩენ სურათებს უთმობს. „კარიბის ზღვის მეკობრეები 4: უცნაურ ნაპირებზე“ 2011 წლის მაისში გამოვიდა. ფრანშიზის ამ სერიაში კაპიტანი ჯეკ ბეღურა დაკავებულია მარადიული ახალგაზრდობის წყაროს ძიებით, მას კი უპირისპირდება ყოფილი მეგობარი გოგონა პენელეპონა კრუსის შესრულებით და კაპიტანი შავი წვერი იენ მაქშეინის შესრულებით. ფილმში მთავარი როლები შეასრულეს ჯონი დეპმა, პენელოპა კრუსმა, ჯეფრი რაშმა, იენ მაქშეინმა და სხვებმა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2750.html
| |||
Posted by Drakula | 05 Jul 2011, 21:22 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.