aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 გარემო: მსოფლიოში დომენური სახელების უმსხვილესი რეგისტრატორი გაიყიდა World News  World News 
მსოფლიოში დომენური სახელების უმსხვილესი რეგისტრატორი Go Daddy 2.25 მლრდ დოლარად სამმა კომპანიამ შეიძინა.



კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ გარიგება უფრო მეტად პარტნიორობაა, ვიდრე გაყიდვა, წერს Mashable.


კომპანიებმა KKR & Co., Silver Lake Partners დაTechnology Crossover Venturesგასულ პარასკევს განაცხადეს, რომ Go Daddy-ს გადაუხდიდა ვალს, რომლის თანხაც გარიგების ღირებულების დაახლოებით ნახევარს აღწევს, წერდა The Wall Street Journal.
Go Daddy-ს დამფუძნებელმა და მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ პარსონსმა მოუყვა Los Angeles Times-ს, რომ კომპანია ახალი მფლობელებით განვითარებას გააგრძელებს.


„რასაც ეს პიროვნებები ხედავენ, ეს არის კომპანია ბევრად უფრო დიდი პოტენციალით საერთაშორისო არენაზე და დიდი პოტენციალით პარტნიორობისა და შერწყმის განვითარებისათვის. ისინი ჩვენ ფინანსურად დაგვეხმარებიან, ასევე ხელს შეგვიწყობენ გამოცდილების შეძენაში“, - კომენტარი გაუკეთა პარსონსმა გარიგებას.


ბოლო სამი წლის განმავლობაში Go Daddy ინტენსიურად ვითარდებოდა, გაყიდვები 25%-ით 947 მლნ დოლარამდე გაიზარდა 2009-დან 2010 წლამდე. კომპანია ვარაუდობს შემდგომ ზრდას 2011 წელსაც. The New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში პარსონსმა განაცხადა, რომ KKR & Co., Silver Lake Partners-თანდაTechnology Crossover Ventures-თან გარიგება გაყიდვა არაა.


„ეს არ არის გაყიდვა. ეს პარტნიორობაა, რომელიც Go Daddy-ში რეინვესტირებას ითვალისწინებს“, - აციტირებს გაზეთი კომპანიის დამფუძნებლის სიტყვებს. ამას გარდა, გაზეთი წერს, რომ პარსონსი „კომპანიის თავმჯდომარის მოვალეობების შემსრულებელი გახდება მას შემდეგ, რაც გარიგება დაიხურება; ასევე იგი მსხვილი აქციონერი გახდება“.


Go Daddy-ის წარმომადგენელმა დაუდასტურა Mashable-ს, რომ „პარსონსი უმსხვილესი აქციონერი შეთანხმების დადების შემდეგაც დარჩება“.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2749.html
Posted by Drakula | 05 Jul 2011, 21:22 | News »
 

"გარემო: მსოფლიოში დომენური სახელების უმსხვილესი რეგისტრატორი გაიყიდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 November 2024
  • English Georgian