პოლიტიკა: თომას ილვესი: ქართული გზა ბევრი ქვეყნისთვის მოდელს წარმოადგენს | Georgian News | ||
ესტონეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას. ამის შესახებ განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ილვესმა პრეს-კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის შედეგებს ეხებოდა. „მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი. როდესაც თქვენს ქვეყანაში პირველად ჩამოვედი, ძალიან რთული პერიოდი იყო. როდესაც ესტონეთში დავბრუნდი, ჩვენთან სიმღერების ფესტივალი ტარდებოდა და ქართული დროშები ფრიალებდა. საქართველოს არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ესტონური ხალხიც უჭერს მხარს, ამიტომ ესტონეთი საქართველოს მეგობარია და „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჩატარებულ რეფორმებს უჭერს მხარს. მართვის თვალსაზრისით თქვენ ძალიან კარგი ნაბიჯები გადადგით, დაამარცხეთ კორუფცია. თქვენ ქვეყანა რეფორმების შედეგად გამჭვირვალე გახდა და ამით უნდა ამაყობდეთ. საქართველოში მოვლენებზე თვალს ადევნებენ ევროპელები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდეს ისევე დემოკრატიულად, როგორც ისინი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ტარდებოდა. ქართული გზა არის მოდელი ბევრი ქვეყნისთვის, რომელმაც ავტორიტატული რეჟიმი აიცილა თავიდან“, - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2748.html
| |||
Posted by Drakula | 05 Jul 2011, 21:21 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.