aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: მეცნიერებმა აზრების კითხვა ისწავლეს World News  World News 
მედიკოსების, სპეცსამსახურების თანამშრომლებისა და პოლიციელების დიდი ხნის ოცნება ახდა: მეცნიერებმა ისწავლეს იმის გაგება, თუ რის გაკეთებას აპირებს ადამიანი მანამ, სანამ იგი ამას გააკეთებს. ეს ტვინის აქტიურობის მონიტორინგის ხარჯზე ხდება.



როგორც Dailymailიტყობინება, ადამიანის მოქმედებების წინასწარგანჭვრეტა ჯერ მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე შეიძლება, მაგრამ ამ გამოგონების პერსპექტივები უდიდესია. მეცნიერები განმარტავენ, რომ, მაგალითად, პოლიციელებისათვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა ცოდნა იმისა, თუ რის განხორციელებას გეგმავს დამნაშავე დაძაბული შეიარაღებული დაპირისპირების დროს.


წამყვანმა მკვლევარმა ჯეისონ გალივანმა დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტიდან განაცხადა: „ეს უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია იმის გაგებაში, თუ როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი და როგორ ქმნის მოქმედებათა გეგმას“.


ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული გამოკვლევების მანძილზე მეცნიერები ასკანირებდნენ მოხალისეთა ტვინის აქტიურობას, რომლებიც, ამასთან, სამი უბრალო მოქმედებიდან ერთ-ერთს ასრულებდნენ. ეს მოქმედებები იყო: ობიექტის დაჭერა ქვედა, ზედა ნაწილით ან უბრალოდ მასთან შეხება. ამასთან, წარმოებდა ტვინის ფუნქციონალური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.


ასე მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ტვინის სხვადასხვა ნაწილებიდან შემოსული სიგნალების ანალიზის დროს, მათ შეუძლიათ საცდელი პიროვნებების განზრახვების წინასწარგანჭვრეტა უფრო დიდი სიზუსტით, ვიდრე ალალბედზე. მართალია, სიგნალების წაკითხვა შესაძლებელია მოქმედების შესრულებამდე მხოლოდ წამით ადრე, მაგრამ, მაგალითად, ბრძოლის პირობებში ასეთი მაჩვენლებლებიც სასარგებლო იქნებოდა.


ამ პროექტზე მომუშავე კიდევ ერთმა მეცნიერმა ჯოდი კულხმა თქვა: „ნეირო-გამოსახულებები საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ, როგორ ხდება მოქმედებათა დაგეგმვა ტვინის სხვადასხვა ნაწილებში, ამასთან, ამისთვის უშუალოდ ტვინში ელექტროდების ჩადგმა საჭირო არაა“.


სამხედრო და პოლიციური მიზნების გარდა, მეცნიერები ახალ გამოგონებას ბრწყინვალე მომავალს მედიცინაშიც უწინასწარმეტყველებენ. გალივანმა ხაზი გაუსვა: „თუ ჩვენ ადამიანის სურვილების წინასწარმეტყველებას ტვინის სიგნალების დახმარებით შევძლებთ, ეს საშუალებას მოგვცემს, გამოვიყენოთ ეს სიგნალები კიდურების პროთეზების მართვისათვის ინვალიდებისათვის, მათ შორის მათთვის, ვისაც ზურგის ტვინის დაზიანებები აქვს“.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2738.html
Posted by Drakula | 02 Jul 2011, 21:53 | News »
 

"ეს საინტერესოა: მეცნიერებმა აზრების კითხვა ისწავლეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 3
Votes: 2


Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 24 November 2024
  • English Georgian