მეცნიერება-ტექნოლოგიები: ბრიტანეთში ულტრაბგერით მოტეხილობების მკურნალობის მეთოდი გამოიგონეს | World News | ||
დიდი ბრიტანეთის მეცნიერებმა ძვლების მოტეხილობების მკურნალობის ახალი მეთოდი გამოიგონეს. ამის გაკეთებას სთავაზობენ მობილური ტელეფონის ზომის ულტრაბგერის გენერატორის დახმარებით, რომელიც ბატარეებზე მუშაობს. ახალი ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელია მოტეხილობების მკურნალობა და მისი წყალობით პაციენტებს შეუძლიათ ქირურგიულ ოპერაციებს თავი აარიდონ. ძვლებზე ძლიერი ზეწოლისას, ისინი შეიძლება დაზიანდეს, რაც მოტეხილობას წარმოადგენს. ტრადიციულად მათ მკურნალობენ მოტეხილი ძვლის ფიქსაციის გზით თაბაშირისა ან არტახის დახმარებით, შემდეგ რამდენიმე კვირაში ან თვეში ძვალი თვითონ შეიზრდება. თუმცა, რიგ შემთხვევეში, ძვლის მოტეხილ ნაწილებს შორის შეიძლება რჩებოდეს ღრეჩოები ან შუალედები. ასეთი სახის რთული მოტეხილობების მკურნალობის ახალი მეთოდის გამოგონებამდე აღნიშნული პრობლემა ჯანმრთელი ძვლის ქსოვილის ტრანსპლატაციის ხარჯზე გადაიჭრებოდა. ეს ქსოვილი მოტეხილი ძვლის ქსოვილის ზრდას ასტიმულირებდა. ახლა კი ამის გაკეთება შეიძლება არაინვაზიურად ძვლოვანი მორფოგენეტიკური ცილების ზრდის სტიმულირების ულტრაბგერითი მეთოდის ხარჯზე. ამ მეთოდის საშუალებით შესაძლებელი იქნება აღნიშნული ძვალთაშორისი შუალედების შევსება თვენახევარ-ორ თვეში, ძვლების მიერ საკუთარი მორფოგენერიკუტი ცილების შემუშავებისადმი სტიმულაციის ხარჯზე. სახლის პირობებში დღეში 20 წუთში 1.5-2 თვის განმავლობაში, ამასთან, გვერდითი ეფექტების გარეშე, შემთხვევათა 86%-ის დროს შესაძლებელია ძვლის მოტეხილობების წარმატებით მკურნალობა. ერთადერთი შეზღუდვაა ძვლებს შორის ღრეჩოების ზომა, რომლებიც არ უნდა აღემატებოდეს 1.25 სმ-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ მოტეხილობას მხოლოდ ქირურგია დაეხმარება. Source - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2733.html
| |||
Posted by Drakula | 01 Jul 2011, 20:53 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.