aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 4469.2 ათას ადამიანს შეადგენს Georgian News  Georgian News 
2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 4469.2 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 32.8 ადამიანით, ანუ 0.7 პროცენტით აჭარბებს. ამასთან ერთად, მოსახლეობის 53.1 პროცენტი ქალაქებში ცხოვრობს, ხოლო 46.9 პროცენტი  - სოფლებში. მოსახლეობის 47.6 პროცენტი მამაკაცები არიან, 52.4 პროცენტი - ქალები.



მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა შესაბამისად ქვეყნის რეგიონებზეც აისახა. 2010 წლის 1 იანვართან შედარებით უდიდესი ზრდა დაფიქსირდა ქვემო ქართლში - 1.2 პროცენტი, აჭარაში - 1.0 პროცენტი, თბილისში - 0.9 პროცენტი და შიდა ქართლში - 0.8 პროცენტი. მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება (-0.6%) დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, რაც 2010 წელს მოცემულ რეგიონში ნეგატიური ბუნებრივი ნაზარდით (-426 ერთეული) იყო გამოწვეული.


2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0.4 საპროცენტო პუნქტით გაიზარდა მოსახლეობის წილი 0-დან 4 წლამდე ასაკის კატეგორიაში და 275.5 ათასი ადამიანი შეადგინა. 2007 წლიდან მოცემული ასაკის მოსახლეობის საპროცენტო წილი იზრდება. საჭიროა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის საპროცენტო თანაფარდობა 65 და მეტი ასაკის კატეგორიაში, წინა წელთან შედარებით, უმნიშვნელოდ, მაგრამ შემცირდა (14.0-დან 13.8 პროცენტამდე).


მოსახლეობის რიცხოვნობის ყოველწლიური მაჩვენებელის გაანგარიშებაში ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ბუნებრივი ნაზარდის მონაცემები (სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის). 2010 წელს დაფიქსირდა მოსახლეობის 15 ათასიანი ბუნებრივი ზრდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ქვეყანაში მიგრაციის სალდოს შესაფასებლად, შეისწავლის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით, რომლებშიც ასახულია ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული ადამიანების რიცხვი. 2010 წელს, ისევე როგორც წინა წელს, ქვეყანაში დადებითი მიგრაციული ტენდენცია შეიმჩნეოდა: 2009 წელს მიგრაციულმა სალდომ 34.2 ათასი, ხოლო 2010 წელს - 18.1 ათასი ადამიანი შეადგინა.
 

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2730.html
Posted by Drakula | 01 Jul 2011, 20:50 | News »
 

"საზოგადოება: საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 4469.2 ათას ადამიანს შეადგენს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 30 September 2024
  • English Georgian