aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორ რეაგირებს ჩვენი ტვინი ხუმრობებზე World News  World News 
როდესაც ვიცინით, ტვინის ცალკეული ზონები აქტივირდება. ამასთან, რაც უფრო სასაცილოა ხუმრობა, მით უფრო მეტი აქტიურობა ფიქსირდება „ჯილდოს ცენტრებში“ - განსაკუთრებულ ნეირონებში, რომლებიც სიამოვნების შეგრძნებებზეა პასუხისმგებელი. ამის შესახებ წერს The Daily Mail.



მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სიცილის გამოყენება სამედიცინო და კვლევითი მიზნებისთვის შეიძლება. ამგვარად, აღნიშნული აღმოჩენის საშუალებით შესაძლებელი იქნება იმის დადგენა, განიცდიან თუ არა პოზიტიურ ემოციებს ვეგეტატიურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები.


სამედიცინო კვლევითი საბჭოს სპეციალისტების ჯგუფი ასეთ დასკვნებამდე მივიდა მას შემდეგ, რაც 12 მოახლისის ტვინი დაასკანერა. ამის მიზანი გახლდათ ხუმრობებსა და ჩვეულებრივ წინადადებებზე რეაქციების შედარება. აღმოჩნდა, რომ „ჯილდოს ცენტრები“ კარგი იუმორის მიმართ მგრძნობიარე იყო. თავისი აღმოჩენა ექსპერტებმა ჟურნალ Journal of Neuroscience-ის გვერდებზე გაიზიარეს.


ამას გარდა, მათ დაადგინეს: პასუხის ძალა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად სასაცილოდ მიიჩნევდნენ მოხალისეები ამა თუ იმ ხუმრობას. კემბრიჯთან არსებული ტვინის შესახებ მეცნიერებებისა და შეცნობის პრობლემების განყოფილების მკვლევარი და ექიმი მეტ დევისი ასეთ კომენტარს აკეთებს: „ჩვენ გამოვავლინეთ ტვინის დამახასიათებელი აქტიურობა, რომელიც უკავშირდება ხუმრობებს, რომლებსაც საფუძვლად სიტყვათა თამაში ედოთ. მსგავსმა კალამბურებმა აამოქმედა მეტყველების დამუშავებაზე პასუხისმგებელი ტვინის ნაწილები. ხუმრობებს, რომლებიც სიტყვათა თამაშს არ ეფუძნებოდა, ამგვარი რეაქცია არ გამოუწვევია. ანალოგიურ სიტუაციას ვაკვირდებოდით ჩვეულებრივ წინადადებებთან დაკავშირებითაც“.


ეს გვაჩვენებს, როგორ უდარდება ენობრივი ასპექტი მოსმენილი ხუმრობით გამოწვეულ სიამოვნებას. შესაძლოა, მოცემული კავშირი სასარგებლო იყოს იმ პაციენტებთან მუშაობისას, რომლებსაც ემოციური პრობლემები აქვთ.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2728.html
Posted by Drakula | 01 Jul 2011, 20:46 | News »
 

"ეს საინტერესოა: მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორ რეაგირებს ჩვენი ტვინი ხუმრობებზე" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 November 2024
  • English Georgian