ეკონომიკა: ქაღალდის ფული ისტორიას ჩაბარდება | World News | ||
მსხვილი საგადახდო სისტემა PayPal-ის პრეზიდენტმა სკოტ ტომპსონმა განაცხადა, რომ 2015 წლისთვის ქაღალდის ფული ამერიკელთა ყოველდღური ცხოვრებიდან გაქრება. ამის შესახებ იწყება Mashable. „მიგვაჩნია, რომ 2015 წლისთვის ელექტრონული ფულის მიღება აშშ-ში ყველგან მოხდება: ადგილობრივი მაღაზიებიდან დაწყებული, ქსელ Walmart-ის დამთავრებული. ჩვენ აღარ დაგვჭირდება ქაღალდის ფული“, - თქვა ტომპსონმა. პროგნოზის დადასტურების სახით, PayPal, რომელიც ონლაინ-აუქციონ eBay-ს ეკუთვნის, უშვებს ახალ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც მყიდველებისათვის გადახდა ნებადართული იქნება მხოლოდ ელექტრონული ფულით, ნაღდი ფულის მიღება კი აიკრძალება. კომპანია eBay თავის მოგებასა და ამონაგებს ბევრად სწორედ PayPal-ის პოპულარობის ამაღლების წყალობით ზრდის. სხვა მსხვილი კომპანიები ასევე ამუშავებენ ახალ სერვისებს ელექტრონული ფულის გავრცელების გათვალისწინებით. მაგალითად, კორპორაცია Google-მა შემოიღო ელექტრონული საგადახდო სისტემა Google Wallet, რის შემდეგაც ონლაინ-აუქციონმა eBay-მ და მის მფლობელობაში მყოფმა საგადახდო სისტემა PayPal-მა Google-ს სასამართლოში უჩივლეს და კომპანია კომერციული საიდუმლოს მოპარვაში დაადანაშაულეს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2727.html
| |||
Posted by Drakula | 01 Jul 2011, 20:44 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 5 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.