მეცნიერება-ტექნოლოგიები: ასტრონომებმა უძველესი ვარსკვლავური ობიექტი აღმოაჩინეს | World News | ||
ბრიტანელმა მეცნიერებმა და მათმა კოლეგებმა ევროპის სამხრეთ ობსერვატორიიდან აღმოაჩინეს ყველაზე კაშკაშა და ერთდროულად ასტრონებისათვის ცნობილთა შორის ყველაზე ძველი ვარსკვლავური ობიექტი - კვაზარი. იდუმალი კოსმოსური წარმონაქმნი დედამიწიდან დაახლოებით 13 მლრდ სინათლის წლის მანძილზე არის განლაგებული, შესაბამისად, კვაზარი დიდი აფეთქების შემდეგ „სულ რაღაც“ 770 მლნ წელი არსებობდა. შეგახსენებთ, რომ თანამედროვე წარმოდგენებით, დაახლოებით 13.7 მლრდ წლის წინ დიდმა აფეთქებამ საწყისი მისცა სამყაროს. სამეცნიერო ნაშრომში, რომლის ძირითადი დებულებები ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ წინა რეკორდული მაჩვენებელი დიდი აფეთქებიდან 870 მლნ წელს შეადგენდა. კვაზარები სამყაროს ევოლუციის ადრეულ ეტაპზე წარმოიშობოდა. ისინი ენერგიის უდიდეს რაოდენობას ასხივებენ. ნავარაუდევია, რომ კვაზარების ცენტრში იმყოფება ზემასიური შავი ხვრელები, რომლებიც, ითრევენ რა თავის თავში გარშემომყოფ ნივთიერებას, აქანებენ მას სინათლესთან ახლო სიჩქარემდე, რითაც ტელესკოპებით დაკვირვებადი გამოსხივების გენერაციას უზრუნველყოფენ. აღმოჩენის ავტორთა შეფასებით, ნაპოვნი ობიექტი ასხივებს 60 ტრილიონით უფრო კაშკაშა სინათლეს, ვიდრე მზე. შავი ხვრელის მასა ჩვენი მზის 2 მილიარდ მასას აღწევს. დაკვირვებას აწარმოებდნენ 20 მილიონ კოსმოსურ ობიექტზე, რომელთა არსებობაც ხუთი წლის განმავლობაში ბრიტანულ ინფრაწითელ ტელესკოპ Deep Sky-ის მონაცემებმა დაადასტურა. „ძიების პროცესი ძალიან ხანგრძლივი და ნელი იყო. ეს იგივეა, რომ სიბნელეში გაფანტულ მოციმციმე ობიექტებს შორის ეძებდეთ ოქროს ნამცეცებს, ამასთან ობიექტების უმრავლესობა შემოწმებისას ჩვეულებრივი ლურსმნებია“, - აღნიშნა ნაშრომის ერთ-ერთმა ავტორმა, ლონდონში განლაგებული იმპერიული კოლეჯის ასტროფიზიკოსმა დენიელ მორლოკმა. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ღია კვაზარის გამოსხივების შემდგომი ანალიზი დაეხმარებათ თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოს ამოხსნაში, რომელიც გახლავთ სამყაროს ევოლუცია მისი დაბადების მომენტიდან დიდი აფეთქების კატაკლიზმში. თითქმის 13 მლრდ წლიანი მოგზაურობის მანძილზე ობიექტის გამოსხივებას უნდა „შეესრუტა“ თავის თავში ყველა ცნობა სამყაროს შემადგენლობის შესახებ. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2724.html
| |||
Posted by Drakula | 30 Jun 2011, 21:22 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.