საზოგადოება: მსოფლიოს ერთ-ერთ ქვეყანას ამოწყდომა უწინასწარმეტყველეს | World News | ||
აივ-ინფექციის სამკურნალოდ განკუთვნილი პრეპარატების მარაგი სვაზილენდის საავადმყოფოებში საკმარისი იქნება დაახლოებით ორი თვის განმავლობაში. ამის შესახებ განაცხადა სვაზილენდის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა ბენედიქტ ქსაბმა, როდესაც ადგილობრივი პარლამენტის სხდომაზე გამოდიოდა, იტყობინება AP. ამასთან დაკავშირებით პაციენტთა ორგანიზაციებმა ქვეყნის მოსახლეობის მკვეთრი შემცირება იწინასწარმეტყველეს. სვაზილენდის სამედიცინო დაწესებულებები აივ-ინფიცირებულ პაციენტებს ანტირეტროვირუსულ წამლებს უფასოდ ურიგებდნენ. თუმცა, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო, ხელისუფლებებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეეჩერებინათ სახელმწიფო დაწესებულებების, მათ შორის საავადმყოფოების დაფინანსება. ამჟამად ანტირეტროვირუსულ თერაპიას სვაზილენდის 60 ათასზე მეტი მოქალაქე იღებს. ქსაბამ მოუწოდა თანამემამულეებს, რომლებსაც აივ-ინფექცია აქვთ, არ დაკარგონ იმედი. მისი თქმით, ხელისუფლებებმა მოლაპარაკებები დაიწყეს უცხოური კრედიტების გაცემის შესახებ, რომელთა ხარჯზეც სახელმწიფო ბიუჯეტის შევსება გახდება შესაძლებელი. აივითა და შიდსით ინფიცირებულ პაციენტთა სვაზილენდის ორგანიზაციის უფროსმა ტემბი ნქაბულემ შეახსენა, რომ 2005-2011 წლებში იმ ავადმყოფთა რიცხვი, რომლებიც ანტირეტროვირუსულ თერაპიას იღებენ, ოთხჯერ გაიზარდა. მისი თქმით, წამლების არარსებობა მნიშვნელოვნად შეამცირებს მიღწეულ მაჩვენებლებს. „სვაზები მასიურად ამოწყდებიან. იმედი დაიკარგება“, - განაცხადა ნქაბულემ. სვაზილენდში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით ერთ მილიონ ადამიანს შეადგენს, მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის აივ-ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი წილი შეინიშნება. იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადებულია აფრიკული ქვეყნის მოზრდილთა დაახლოებით 40%. 2000 წლიდან მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ორჯერ შემცირდა და არ აღემატება 32 წელს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2722.html
| |||
Posted by Drakula | 30 Jun 2011, 21:19 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.