ეკონომიკა: ჩინელები საქართველოში უძრავი ქონების მიმართ მაღალ ინტერესს გამოხატავენ | Business & Economics | ||
საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით აქტიურად ინტერესდებიან ჩინეთის მოქალაქეები. ამის შესახებ აცხადებენ უძრავი ქონების სააგენტოში. მათი თქმით, ტენდენციას აქვს ზრდის ხასიათი და ჩინელთა განსაკუთრებული ინტერესის სფეროში თბილისი შედის. მოთხოვნა აღინიშნება როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ ფართობებზე. განსაკუთრებულ ინტერესს ჩინელები მიწის მიმართ ავლენენ, რადგან იგი უძრავ ქონებაზე ბევრად უფრო იაფია. როგორც სააგენტო „პრივატ სერვისის“ ბროკერი ეკა ვადაჭკორია აცხადებს, ჩინელთა ინტერესი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მიმართ იზრდება, თუმცა მოცემულ ეტაოზე უფრო მეტად წარმოებს ბაზრის შესწავლა, ვიდრე რეალური ხელშეკრულებების გაფორმება. მაგრამ ბაზრის მიმართ ასეთი ინტერესი შეიძლება გაყიდვების ბუმის წინაპირობა გახდეს. ვადაჭკორია აღნიშნავს, რომ ჩინელებთან ერთად საქართველოს უძრავი ქონებით აქტიურად ინტერესდებიან ყაზახეთის მოქალაქეებიც. უძრავი ქონების ევროპულ ბაზრებზე ჩინელები დღეისათვის ყველაზე მსხვილ და მრავალრიცხოვან კლიენტებად მიიჩნევიან. კომპანია IntermarkSavills-ის ინფორმაციით, წლის განმავლობაში ჩინელმა ინვესტორებმა მხოლოდ ლონდონში 7.3 მლნ ევროს ღირებულების უძრავი ქონება შეიძინეს. ანალიტიკოსთა მონაცემებით, ჩინეთის მოქალაქეები მასიურად შეისყიდიან უძრავ ქონებას ევროპის ქალაქებში. ჩინელებს იზიდავთ ევროპული ბაზრის სტაბილურობა, ხელსაყრელი სავალუტო კური, მოქნილი სამიგრაციო პოლიტიკა და საკუთრების უფლება. ამასთან ერთად, ევროპაში უძრავ ქონებაზე ბევრად უფრო მოსახერხებელი ფასებია, ვიდრე პეკინში, შანჰაისა და ჰონგკონგში, აღნიშნავენ გამოკვლევის ავტორები. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2720.html
| |||
Posted by Drakula | 30 Jun 2011, 21:17 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 3 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.