მეცნიერება-ტექნოლოგიები: აშშ-ის ბანკებისთვის ინტერნეტში მუშაობის ახალი წესები მოიფიქრეს | World News | ||
აშშ-ის ხელისუფლებამ ამერიკელი ბანკებისათვის ინტერნეტში მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის ახალი წესები შეიმუშავეს. ამის შესახებ იტყობინება The Financial Times. ამიერიდან ბანკები ვალდებულნი არიან გამოიყენონ მონაცემთა დაცვის მრავალდონიანი სისტემები, რომლებიც მოიცავს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელსაც მომხმარებლის უჩვეულო მოქმედებებზე რეაგირების უნარი აქვს. ანაბრების დაზღვევის ფედერალური კორპორაციისა და ფედერალური სარეზერვო ბანკების წარმომადგენლების მიერ შემუშავებული ახალი წესები გახდა ხელისუფალთა პასუხი საბანკო სისტემების გატეხვის გახშირებულ შემთხვევებზე. ბოლოჯერ ბანკების მიმართ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის მოთხოვნები 2005 წელს განახლდა. ახალი წესები დაცვის კონკრეტული მექანიზმების გამოყენების მოთხოვნებს არ შეიცავს. უსაფრთხოების უზრუნველყოფის რისკების შეფასებისა და სათანადო ზომების მიღების პასუხისმგებლობა ბანკებს ეკისრებათ. ცვლილებები ძირითადად ეხება უსაფრთხოების უზრუნველყოფას ბანკების კლიენტების მიერ ინტერნეტ-ბანკინგის სისტემების გამოყენებისას. უკვე 2012 წლის დასაწყისიდან მომხმარებლები ამგვარი სერვისების მუშაობაში ცვლილებების დანაცვას შეძლებენ, განსაკუთრებით სისტემაში უცხო კომპიუტერიდან შესვლის ან სხვა ანგარიშზე სახსრების პირველი გადარიცხვის მცდელობისას. აშშ-ში ფიზიკური პირებისთვის გარანტირებულია ზარალის ანაზღაურება მათი საბანკო ექაუნთების გატეხის შემთხვევაში, თუმცა ბანკების კორპორაციულ კლიენტებს ასეთი დაცვა არა აქვთ. ახალი წესების თანახმად, ბანკებს მოუწევთ უსაფრთხოების დამატებითი ზომების უზრუნველყოფა კლიენტი ფირმების მონაცემთა დასაცავად. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჰაკერული თავდასხმების ობიექტები გახდნენ ამერიკული საგადახდო სისტემები RBS WorldPay და Heartland Payment System, ასევე ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ბანკი Citigroup. ასე, Citigroup-ის კომპიუტერული სისტემის გატეხის შედეგად ბოროტმზრახველთა ხელში ჩავარდა 360 000-ზე მეტი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, საერთო ზარალმა კი 2.7 მილიონი დოლარი შეადგინა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2717.html
| |||
Posted by Drakula | 30 Jun 2011, 21:15 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.