ეკონომიკა: ტურსააგენტოები მოგზაურობებისათვის განკუთვნილი კრედიტების პირობებით უკმაყოფილებას გამოხატავენ | Business & Economics | ||
რადიო კომერსანტის ინფორმაციით, commersant.ge-თან საუბრისას ტურისტული სააგენტოების ნაწილი აღნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი მომხმარებელი ბანკებისა და ტურისტული სააგენტოების ერთობლივი პროექტებით სარგებლობს, ნაწილი კი ამბობს, რომ ეს სერვისი არც ისე პოპულარულია. „Good Travel“-ის დირექტორის გიორგი ფიროსმანაშვილის თქმით, სააგენტო „ბაზისბანკთან“ ერთად ახორციელებს პროექტს „მოგზაურობა განვადებით“. „შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი წარმატებით მუშაობს. რასაკვირველია, ტურისტი ამჯობინებს მთლიანად გადაიხადოს მოგზაურობის ხარჯები და მშვიდად დაისვენოს, მაგრამ ხშირად ამის შესაძლებლობა არ არსებობს. ამიტომ ჩვენ კლიენტს განვადების ხელსაყრელ პირობებს ვთავაზობთ. ადამიანი, რომელსაც მოგზაურობა და დასვენება განვადებით სურს, მოდის ჩვენთან იმისთვის, რომ განვადებასთან დაკავშირებული ყველა წინასწარი პირობა გაიაროს. ჩვენ მას სრულ დოკუმენტაციას ვუმზადებთ და მხოლოდ ამის მერე იგი ბანკში მიდის. სესხის რაოდენობა ტურისტული მარშრუტით განისაზღვრება. განვადებით ძირითადად სარგებლობენ მოგზაურები ევროპის გარშემო. მიმაჩნია, რომ ეს ერთობლივი პროექტი შესანიშნავი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სტაბილური სამსახური, მაგრამ შედარებით დაბალი შემოსავლები აქვს“, - თქვა გოგა ფიროსმანიშვილმა. პროექტით „მოგზაურობა და დასვენება განვადებით“ სარგებლობა სხვა კომპანიებთან და ბანკებთანაც არის შესაძლებელი. „N Tour“-ის გენერალური დირექტორის გიორგი შენგელიას განცხადებით, განვადებით დასვენების პროგრამაში მისი პარტნიორებია „ბაზისბანკი“, „თიბისი ბანკი“, „საქართველოს ბანკი“ და ბანკი „რესპუბლიკა“. თუმცა შენგელიას არ ახსოვს ბოლო დროს შემთხვევა, როდესაც რომელიმე კლიენტს განვადებით ესარგებლა. „შეიძლება ითქვას, რომ ეს პროდუქტი არ მუშაობს. ამის მიზეზი კი ასე შეიძლება აიხსნას: ვისაც განვადება სურს, მას ბანკი სესხს არ აძლევს, ხოლო ვისაც სესხის აღება შეუძლია, მას იგი არ სჭირდება. აქ ჩვენ ცუდ პირობებთან, უფრო ზუსტად კი, ბანკის მოთხოვნებთან გვაქვს საქმე. ამასთან კი, განვადება ხომ სწორედ იმ ადამიანების კატეგორიისთვის არის, რომელთაც მაღალი შემოსავლები არა აქვთ და მხოლოდ ამგვარად შეუძლიათ საზღვარგარეთ დასვენება ან მოგზაურობა. ასეთ ვითარებაში მოცემული პროდუქტის არსებობა შეიძლება ეჭვქვეშ დავაყენოთ, თუმცა ამ პროგრამამ შესანიშნავად იმუშავა 2007-2008 წლებში და ეს იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ქვეყანაში კრიზისის დაძლევის შემთხვევაში მდგომარეობა აქაც შეიცვლება“, - აცხადება შენგელია. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2712.html
| |||
Posted by Drakula | 29 Jun 2011, 23:21 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 2 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.