მეცნიერება-ტექნოლოგიები: ატლანტიკის ოკეანეში შეიძლება დიდი ცვლილებები მოხდეს | World News | ||
ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოთ ნაწილში მეცნიერებმა გასაოცარი აღმოჩენა გააკეთეს: მათ პლანქტონი აღმოაჩინეს. აღმოჩენის უნიკალურობა იმაშია, რომ ამ ადგილას იგი, სულ ცოტა, 800 ათასი წლის განმავლობაში არ ყოფილა. მკვლევართა აზრით, ამ ადგილებში პლანქტონის გამოჩენის მიზეზი გახდა პოლარული ყინულების დნობა, რამაც, საკუთრივ, საშუალება მისცა წყნარი ოკეანიდან ატლანტიკის ოკეანეში გადასულიყო. მეცნიერთა მონაცემებით, ატლანტიკის ოკეანეში პლანქტონის გამოჩენამ შეიძლება ოკეანურ ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს. კერძოდ, შარშან ესპანეთისა და ისრაელის ნაპირებზე შემჩნეულ იქნენ ნაცრისფერი ვეშაპები, რომლებიც, ამჟამად, როგორც წესი, მხოლოდ წყნარ ოკეანეში ბინადრობენ, ხოლო ატლანტიკის ოკეანეში ისინი უკვე 300 წლის განმავლობაში არ დაუნახავთ. მეცნიერთა მონაცემებით, ატლანტიკის ოკეანეში ამგვარი მასშტაბის ცვლილებებს ბოლოჯერ ადგილი ჰქონდა სადღაც 2 მილიონი წლის წინ და გამოიწვია ცხოველთა გარკვეული სახეობების გადაშენებით სხვა - ახალი სახეობების მიერ გადარჩენისთვის ბრძოლის გამწვავებით, რომლებიც მანამდე ამ ადგილებში არ ყოფილან. ამას გარდა, ყველაფერი ეს შეიძლება მეთევზეობის ინდუსტრიაზე აისახოს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ოკეანური წყლის ტემპერატურისა და ქიმიური შემადგენლობის ცვლილებების გამო სარეწაო თევზების ზოგიერთი სახეობა შეიძლება შორს ჩრდილოეთისკენ, უფრო გრილ წლებში გადაადგილდეს. ამჟამად მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, რა ცვლილელებს ექნება ადგილი ოკეანეში და კარგად თუ ცუდად აისახება ისინი მის ცხოვრებაზე, თუმცა ის, რომ საუბარია ოკეანის ცხოვრებაში შესაძლო უზარმაზარ ცვლილებებზე, როგორც ჩანს, ეჭვებს აღარ იწვევს. Source - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2711.html
| |||
Posted by Drakula | 29 Jun 2011, 23:19 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.