პოლიტიკა: ლეიბორისტები აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ღალატად მიიჩნევს | Georgian News | ||
ლეიბორისტული პარტია საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ღალატად მიიჩნევს. როგორც დღეს, პრესს–კონფერენციაზე პარტიის გენერალურმა მდივნმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, ეს მოღალატური, დანაშაულებრივი იდეაა და მთლიანად შეესაბამება მიხეილ სააკაშვილის სტრატეგიას– გათავისუფლდეს კონფლიქტური რეგიონების პრობლემებისაგან. შატბრეშვილის თქმით, საქართველომ აფზახეთის დაკარგვა ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს დაიწყო და ეს საქმე მისმა "სულიერმა შვილმა" მიხეილ სააკაშვილმა გააგრძელა. "ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული როლი ითამაშა, აფხაზეთის დაკარგივით, მან დაიწყო საქართველოს მოსახლეობის იდეოლოგიური მომზადება იმასთვის, რომ ადრე თუ გვიან აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული იქნება და ამ ძალისხმევის პირველი შედეგი–ექსპერტის მამუკა არეშიძის იდეა იქნება."–განაცხადა მან. შატბერაშვილს მიაჩნია, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება შესაძლებელია, თუ ისტორიის ბორბალს ისე შემოვაბრუნებთ, როგორც ეს აჭარაში იყო. "როგორც კი მახინჯი მთავრობა წავა ხელისუფლებიდან, დაიწყება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების შეუქცევადი პროცესი. საქართველო აფხაზეთის გარეშე იგივეა რაც, საქართველო თბილისის გარეშე. ყველა, ვისაც ეს იდეა მოუვა თავში–მოღალატეა,"–განაცხადა სოსო შატბერაშვილმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2709.html
| |||
Posted by consul | 29 Jun 2011, 23:16 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.