ეს საინტერესოა: რა რაოდენობის ინფორმაციას აწარმოებს კაცობრიობა? | World News | ||
2011 წელს კაცობრიობის მიერ წარმოებული ინფორმაციის რაოდენობა 1.8 ზეტაბაიტს მიაღწევს. ამის შესახებ იტყობინება Mashable. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს რიცხვი ყოველ ორ წელიწადში ორმაგდება. ასეთი მოცულობის ინფორმაციის განსათავსებლად საჭიროა 32 გიგაბაიტის მოცულობის მქონე 57.5 მლრდ iPad. ასეთი რაოდენობის მოწყობილობების შეძენაზე საჭირო გახდებოდა 34.4 ტრლნ დოლარის დახარჯვა, რაც დიდი ბრიტანეთის, იტალიის, აშშ-ის, იაპონიის, ჩინეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ჯამობრივი მშპ-ის ეკვივალენტურია. ინფორმაციის დაახლოებით ასეთ რაოდენობას შეიცავს 200 მლრდ HD-ვიდეო, რომელთაგან თითეულის ხანგრძლივობა 2 საათია. ყველა ვიდეოს სანახავად ადამიანს დაახლოებით 47 მლნ წელი დასჭირდება იმ პირობით, რომ ვიდეო პაუზების გარეშე დაუკრავს. 1.8 ზეტაბაიტი ინფორმაციის წარმოება 26 976 წლის განმავლობაში შეუძლია აშშ-ის ყველა მაცხოვრებელს, თუ ყოველ 20 წამში Twitter-ში შეტყობინებებს გააგზავნიან. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2708.html
| |||
Posted by Drakula | 29 Jun 2011, 23:15 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.