ეკონომიკა: უკრაინელები საქართველოში სასტუმროების ინტერნეტ-დაჯავშნის რაოდენობით ლიდერობენ | Georgian News | ||
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტურისტები ყველაზე მეტად საქართველოში 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუროებით ინტერესდებიან. ამის შესახებ „კომერსანტს“ სასტუმროების ონლაინ-რეზერვაციის საიტ ihotel.ge-ის დირექტორმა მიხეილ მაისურაძემ შეატყობინა. მისი თქმით, საიტზე უკვე ბათუმში არსებული სასტუმროების დაჯავშნაც არის შესაძლებელი. მოცემულ მომენტში ვებ-საიტზე 13 ბათუმის სასტუმროა დარეგისტრირებული და 15 ივლისამდე მათი რიცხვი 25-მდე გაიზრდება. ასევე დარეგისტრირებულია 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჯორჯია პალასი“ ქობულეთში. მაისურაძემ აღნიშნა, რომ ბათუმის სასტუმროებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში. „ყველაზე დიდ აქტიურობას ავლენს უკრაინა, საიდანაც საქართველოში დასასვენებლად ჩამოსვლის მსურველთა რიცხვი ორჯერ აჭარბებს პონტენციური ტურისტების რიცხვს სხვა ქვეყნებიდან. უკრაინის შემდეგ ყველაზე აქტიურია აზერბაიჯანი, მას მოსდევს სომხეთი, თუმცა სომეხი ტურისტები ამჯობინებენ უფრო იაფ დასვენებას და კერძო სექტორზე არიან ორიენტირებულნი“, - თქვა მან. მაისურაძის თქმით, ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროები ბათუმში, რომლებშიც ცხოვრების ღირებულება საშუალოდ დღეში 50-70 ევროს შეადგენს. ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად ბათუმის სასტუმროებზე მოთხოვნა ორჯერ მეტია თბილისის სასტუმროების მოთხოვნასთან შედარებით. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2706.html
| |||
Posted by Drakula | 29 Jun 2011, 23:11 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 1 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.