ეს საინტერესოა: ფრინველების გალობაში სინტაქსური წესები აღმოაჩინეს | World News | ||
იაპონიის კიოტოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მგალობელ ფრინველებს გალობის პროცესში „გრამატიკულად სწორი სტრუქტურების“ დაწყობის უნარი აქვთ. მკვლევარები აკვირდებოდნენ სკვინჩებს, რომელთა გალობა ფირზე ჩაწერეს. შემდეგ ორნიტოლოგებმა რამდენიმე აუდიჩანაწერი გაამიქსეს, რომელთაგან თითოეულში ფრინველთა „ნოტების“ თანამიმდევრობა იცვლებოდა. გაიგეს რა თავიანთი დამახინჯებული სიმღერა, სკვინჩებმა ნერვიულად ყვირილი დაიწყეს. ექსპერიმენტატორმა ორნიტოლოგებმა თავიანთ ტრეკს უწოდეს SEQ2და დაუშვეს, რომ ამ „რემიქსში“ მათ ფრინველთა გრამატიკის წესების დარღვევა შეძლეს. მკვლევარები მივიდნენ იმ მოსაზრებამდე, რომ ფრინველებს შორის გრამატიკის წესების არსებობა თანდაყოლილი არაა: სხვა, საკონტროლო ჯგუფის, სკვინჩებს SEQ2-ზე რეაგირება არ მოუხდენიათ, ვინაიდან „ენა არ იცოდნენ“, იტყობინება newscientist.com. Source - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2703.html
| |||
Posted by Drakula | 28 Jun 2011, 17:32 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.