პოლიტიკა: ეროსი კიწმარიშვილი: საქართველოში არსებული მოვლენები 30-იანი წლების სსრკ-ს ჰგავს | Georgian News | ||
ბრალდების წაყენებისა და ირაკლი ოქრუაშვილის დევნის დაწყების გადაწყვეტილება მოულოდნელობა არ ყოფილა „ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივნისთვის ეროსი კიწმარიშვილისთვის, იტყობინება “GHN“. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ფსევდო-ოპოზიციის განცხადებები ოქრუაშვილის საფრანგეთიდან ექსტრადიციის შესახებ. „ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს წინა ასწლეულის 30-იან წლებს, სსრკ-ს „აღშფოთებული“ მოქალაქეების მოთხოვნებს იმის თაობაზე, რომ ტროცკისტები და სხვა „ანტისაბჭოური“ ელემენტები გაესამართლებინათ და ღირსეულად დაესაჯათ“, - თქვა კიწმარიშვილმა. მან აღნიშნა, რომ ბავშვებსაც კი უკვე აღარ სჯერათ იმ სიცრუისა, რომელსაც ვანო მერაბიშვილის უწყება ატირაჟებს და ამიტომ ამ თემასთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. „ყველა ხედავს, როგორ ერთობა შსს და პროკურატურა მოქალაქეთა გადასახადების ხარჯზე. ეს არის ტერორი, ფაქტების გაყალბება, საზოგადოების დეზინფორმაცია და ა. შ.“, - მიაჩნია კიწმარიშვილს. ოპოზიციონერმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურად უნიჭო სპექტაკლები სასაცილოა, რომ არა უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებები, წამებები და ციხეში ჩამწყვდებები. „აღნიშნული მომენტი რომ არა, ეს თემა „ქართული პარტიისთვის“ სრულიად უინტერესო იქნებოდა“, - თქვა მან. ამასთან, მან აღნიშნა, რომ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ირაკლი ოქრუაშვილისთვის მანამდე წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად იყო მოტივირებული. „დღეს ყველა მცდელობა „ქართული პარტიისა“ და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგაა მიმართული და საფუძვლად დევს ის შიში, რომელიც სააკაშვილს აღელვებს. ამიტომ იგი სხვადასხვა გზებით ცდილობს ჩვენს დისკრიმინაციასა და პრობლემების შექმნას. ამაში ახალი არაფერია“, - თქვა ოპოზიციონერმა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2702.html
| |||
Posted by Drakula | 28 Jun 2011, 17:31 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.