aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 გარემო: გერმანული ქალაქები ევროპაში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთად აღიარეს World News  World News 
გერმანული ქალაქები ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთაა. ამას ამტკიცებს გამოკვლევა, რომელიც გერმანული კონცერნ Siemens-ის (სიმენსი) დაკვეთით კვლევით ინსტიტუტ Economist Intelligence Unit (EIU)-ის ექსპერტებმა ჩაატარეს.



ექსპერტებმა ეკოლოგიის მდგომარეობა გერმანიის თორმეტ მსხვილ ქალაქებში შეაფასეს და შედეგები სხვა ევროპულ მეტროპოლიებს შეადარეს. ქალაქები რვა კატეგორიით ფასდებოდა, მათ შორის წყლისა და ჰაერის სისუფთავის დონის, ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების მოცულობების, ნაგვის გადამუშავების ეფექტურობისა და ელექტროენერგიის მოხმარების დონის მიხედვით. ათმა ქალაქმა, მათ შორის ბერლინმა, მიუნჰენმა, ჰამბურგმა და ფრანფკურტმა, ე. წ. „მწვანე“ ქალაქების ინდექსის (Green City Index)მიხედვით, მიიღეს შეფასება „კარგი“, ანუ 4 ქულა მაქსიმალური 5 ქულიდან, ნათქვამია Siemens-ის პრეს-სამსახურის შეტყობინებაში.


ინსტიტუტ EIU-ის მიერ 2009 წელს ჩატარებულ გამოკვლევაში 30 ევროპული მეტროპოლიიდან ქულების მაქსიმალური რაოდენობა არც ერთ ქალაქს არ მიუღია. ოთხი ქულა ასევე მიიღეს კოპენჰაგენმა, სტოკჰოლმა და ოსლომ, რომლებიც ევროპის ყველაზე ეკოლოგიურ დედაქალაქებად აღიარეს. 3 ქულის დამაკმაყოფილებელი შეფასება მაშინ მიიღეს, მაგალითად, ლონდონმა და პარიზმა, ახლა კი მათ შემოუერთდნენ გერმანული ქალაქები ესენი და კელნი. ორი წლის წინ ეკოლოგიის ყველაზე ცუდი მდგომარეობა დაფიქსირდა ბუქარესტში, სოფიასა და კიევში.


სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით, გერმანული ქალაქები ორჯერ ნაკლებ წყალს ხარჯავენ და სამჯერ უფრო ეფექტურად ამუშავებენ ნაგავს. ამას გარდა, გერმანული სახლები ყველაზე ენერგოეფექტურად მიიჩნევა და საშუალოდ 20%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ, ვიდრე შენობები ევროპის სხვა ქალაქებში.


თუმცა მეზობლები გერმანელებს ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების დონით უსწრებენ. გერმანულ ქალაქებში მათი წილი მხოლოდ 3%-ს შეადგენს. ამასთან, გერმანული ქალაქები ატმოსფეროში ნახშირბადის ორჯერ მეტ ორჟანგს უშვებენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ველოგზების განშტოებული ქსელის მიუხედავად, გერმანიაში დღემდე მოსახლეობის ნახევარი სამსახურში საკუთარი ავტომანქანით დადის.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2701.html
Posted by Drakula | 28 Jun 2011, 17:31 | News »
 

"გარემო: გერმანული ქალაქები ევროპაში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთად აღიარეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 November 2024
  • English Georgian