პოლიტიკა: ბაქრაძე: საქართველომ ნატოს სახელმწიფო მდივნისაგან სრული მხარდაჭერა მიიღო | Georgian News | ||
საქართველო–რუსეთის მორიგ შეხვედრაზე სოჭში, ნატო ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებას მოითხოვს, ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავიდ ბაქრაძემ, ბრიუსელში გამართულ, საქართველო–ნატოს კომისიის სხდომისა და ნატოს გენერალურ მდივანთან ანდრეს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა . "ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა სრული მხარდაჭერა და დაპირება მივიღეთ, რომ ნატო რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრის დროს საქართველოს ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის,საქართველოს სეპარატიული რეგიონების აუღიარებლობის საკითხს დასვამდა," აღნიშნა სპიკერმა. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ სოჭის შეხვედრის ფარგლებში "დასმული იქნება საქართველოს დეოკუპაციის საკითხი." "საქართველო –ნატოს კომისიის დღევანდელ სხდომაზე, მე ნატოს 28 ქვეყნის ელჩს ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული რეფორმები გავაცანი, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის თავისუფალი და დემოკრატიული განვითარება", აღნიშნა მან. ბაქრაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ნატო–რუსეთის შეხვედრა სოჭში 4–5 ივლისს შედგება. "ჩვენ ამ შეხვედრის წინ ნატოს სახელმწიფო მდივნისაგან სრული მხარდაჭერა მივიღეთ იმაში, რომ ჩვენ პრობლემა რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრის დროს იქნება განხილული"–აღნიშნა მან. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2700.html
| |||
Posted by consul | 28 Jun 2011, 17:28 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.