საზოგადოება: მღვდელი სკოლებში სექსოლოგიის კურსის შემოღების წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამს | Georgian News | ||
მამა დავითი (ქვლივიძე) სკოლებში სექსოლოგიის კურსის შემოღების კატეგორიული წინააღმდეგია. მისი თქმით, ამან შეიძლება ერის გადაგვარებამდე მიგვიყვანოს. სექსუალური აღზრდის საფუძვლების კურსის შემოღებას თავისუფლების ინსტიტუტი სთავაზობს, რომელსაც მიაჩნია, რომ პროფესიონალების მიერ ამ კურსის სწავლება პოზიტიურად აისახება მოზარდი თაობის მზადებაზე ოჯახური ცხოვრებისთვის. „სკოლებში სექსოლოგიის კურსის შემოღება დაუშვებელია. თუ ამ ყველაფერს ბავშვებს პატარა ასაკიდან დავიწყებთ, იგი ავადმყოფი გაიზრდება, ეს არის გზა გადაგვარებისკენ. თუ გინდა, რომ ერი გადაგვარდეს, უნდა დააყენო იგი უზნეობის ლიანდაგზე“, - განაცხადა მამა დავითმა მედიაკავშირ „ობიექტივში“ შეხვედრაზე. რამდენიმე დღის წინ "მედია.გე"-მ გამოაქვენა ინტერვიუ თავისუფლების ინსტიტუტის წევრთან თეა თუთბერიძესთან, რომელმაც სკოლებში სექსოლოგიის საგნის შემოღებასთან დაკავშირებით დადებითი პოზიცია განაცხადა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2692.html
| |||
Posted by Drakula | 27 Jun 2011, 12:43 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.