პოლიტიკა: „ახალი მემარჯვენეები“: საქართველოს ოპოზიციური „რვიანი“ დაიშალა | Georgian News | ||
„ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს „ოპოზიციური რვიანის“ რიგებიდან გამოვიდნენ. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, იტყობინება “GHN“. როგორც კაციტაძემ განაცხადა, რვიანის ფორმატმა ამოწურა საკუთარი თავი. „ხელისუფალთა მხრიდან საამომრჩევლო გარემოსთან დაკავშირებულმა პირველმა შემოთავაზებამ სამი დღის წინ გაიჟღერა. დამატებითმა შემოთავაზებებმა გუშინ გაიჟღერა. ამის მერე ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი ამ მიმართულებით შემთავაზებებს აღარ გააკეთებენ და ოპოზიციურ „რვიანთან“ მოლაპარაკებები დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ „რვიანმა“ ამოწურა საკუთარი თავი“, - თქვა კაციტაძემ. მისი თქმით, „რვიანმა“ არსებობა შეწყვიტა, ასე რომ მასში შემავალმა პარტიებმა საამომრჩევლო გარემოში ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება ვერ შეძლეს. „რვიანი“ აღარ არის. მან თავისი ფუნქცია ამოწურა. ჩვენ ერთიანი პოზიციის შექმნა ვერ მოვახერხეთ. დღეიდან „ახალი მემარჯვენეები“ ხელისუფლებასთან მუშაობას ინდივიდუალურად, პარტიულ რეჟიმში გააგრძელებენ“, - თქვა ოპოზიციონერმა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2691.html
| |||
Posted by Drakula | 27 Jun 2011, 12:42 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.