საზოგადოება: სააკაშვილი: კარგი მოსამართლე სოფელში არ იზრდება | Georgian News | ||
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კონსტიტუციურ სასამართლოს 15 წლის იუბილე მიულოცა. ბათუმში გამოსვლისას პრეზიდენტმა სასამართლოს სისტემის რეფორმაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "გამოკითხვის თანახმად, დღეს სასამართლოს მოსახლეობის 60% ენდობა, რაც კარგ შედეგს წარმოადგენს. "ქვეყანაში კარგი სასამართლო სისტემის ფორმირება ხდება, რაც კიდევ უფრო ზრდის საზოგადოების ნდობას ამ ინსტიტუტისადმი,"–განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, "ქვეყანაში კარგი სასამართლო სისტემის ფორმირება უფრო რთულია, ვიდრე კარგი პოლიციის ან საბაჟოსი." "კარგი მოსამართლე სოფელში არ იზრდება, შემთხვევით ქუჩაში არ დადის. ყველაფერი ეს დიდი შრომის შედეგად იქნა მიღწეული"–განაცხადა პრეზიდენტმა. მან ასევე, აღნიშნა, რომ "სახელმწიფო სასამართლოს მოქმედებაში არასოდეს ჩარეულა გარდა ერთი შემთხვევის, როდესაც გამოცემული იქნა ბრძანება კონსტიტუციური სასამართლოს ბათუმში გადატანის შესახებ." Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2689.html
| |||
Posted by consul | 25 Jun 2011, 19:20 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.