aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: იქმნება ინტერნეტის დაცვის გლობალური სისტემა World News  World News 
ინტერნეტ-უსაფრთხოების სპეციალისტთა მცირე ჯგუფმა ამ კვირაში სინგაპურში ჩაატარა შეხვედრა, რომელზეც განიხილებოდა ახალი გლობალური სისტემის გაშვება ჰაკერებისაგან ქსელში ინფორმაციის დასაცავად. ამის შესახებ იტყობინება The New York Times.



სპეციალისტები ამ სისტემას „სინათლის სხივს“ უწოდებენ, რომელიც ბოლო დროს სხვადასხვა საინფორმაციო სისტემებზე გახშირებული თავდასხმების ფონზე გამოჩნდა.


„მნიშვნელობა არა აქვს, მსოფლიოს რომელ წერტილში იქნებით, თქვენ შეძლებთ ყველაფრის ნამდვილობაში დარწმუნებას“, - თქვა პროექტის ერთ-ერთმა ინჟინერმა დენ კამენსკიმ.


როგორც გამოცემა განმარტავს, მეცნიერები ამუშავებენ რიცხობრივი კოდების სპეციალურ სისტემას, რომლითაც შესაძლებელი იქნება ქსელური ტრაფიკის დაცვა მავნე პროგრამებისაგან, ანუ კომპიუტერში ინტერნეტიდან ან პირიქით შემოსული ინფორმაციის შემოწმება.


გაზეთის მონაცემებით, პროგრამა უკვე ერთი წელია, რაც მუშავდება და შენახული იქნება მონაცემთა დამუშავების სამ ცენტრში, რომლებიც სინგაპურში, ციურიხსა და სან-ჰოსეში განლაგდება. ეს ცენტრები, თავის მხრივ, აღჭურვილი იქნება მატერიალური, ელექტრონული და კრიპტოგრაფიული დაცვის ხუთი დონით.


ბოლო თვეების განმავლობაში ჰაკერებისათვის სულ უფრო მარტივი გახდა საიტების გატეხა და კონფიდენციალური ინფორმაციის მიღება. მხოლოდ ივნისის თვეში კიბერდამნაშავეებმა Gmail-ის საფოსტო ყუთების, Citibank-ის მონაცემთა ელექტრონული ბაზის, კორპორაცია Sony-ის კომპიუტერული სისტემების, კომპიუტერული თამაშების მსოფლიო მწარმოებელ Sega-Pass-ის სათამაშო სერვისის გატეხა შეძლეს. ექსპერტთა აზრით, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ როდესაც ინტერნეტი ჩნდებოდა, ყურადღებას, პირველ რიგში, არა მომხმარებლების ან კომპანიების მონაცემთა უსაფრთხოებაზე, არამედ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებაზე ამახვილებდნენ.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2688.html
Posted by Drakula | 25 Jun 2011, 19:19 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: იქმნება ინტერნეტის დაცვის გლობალური სისტემა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 November 2024
  • English Georgian