ეკონომიკა: ხორცის ფასების ზრდაში ევროკავშირს ნუ ადანაშაულებთ | Business & Economics | ||
ევროკომისიის დელეგაციის წევრმა საქართველოში, სოფლის მეურნეობის, რეგიონალური მეურნეობის განვითარებისა და სურსათის უსაფრთხოების საკითხების კურატორმა ჰუან ეჩანოვემ გაავრცელა სპეციალური მიმართვა სათაურით „ხორცის მაღალი ფასები საქართველოში: არ დაადანაშაულოთ ევროკავშირი!“ „ზოგიერთი ქართული მედია საშუალების, ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებების თანახმად, ხორცის ფასების ზრდა გამოწვეულია ევროკავშირის მოთხოვნით რეგულაციების შეტანის თაობაზე, რომლებიც ეხება საქონლის დაკვლას მხოლოდ სასაკლაოებზე. აუცილებელია განსაკუთრებით აღინიშნოს ვიცე-პრემიერ-მინისტრის ბარამიძის განცხადება იმაზე, რომ ევროკომისიის ექსპერტთა მოთხოვნა იყო საქართველოში აღნიშნული პროცესის დაწყება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებამდე. ამ განცხადებებზე საპასუხოდ ერთმნიშვნელოვნად უნდა განვაცხადო, რომ ქართული მხარის ბრალდებები უსაფუძვლოა. ევროკომისია ეთანხმება ექსპერტთა შეფასებებს საქართველოში ხორცის ფასების ზრდასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ამის მიზეზებია ინფლაცია, სახელმწიფოს მხრიდან მცირე ფერმერების დაბალი მხარდაჭერა, შეზღუდული რაოდენობა სასაკლაოებისა, სადაც საქონლის გაშვება შეიძლება ხორცსა და დამუშავებზე, სასაკლაოების მონოპოლისტური ხასიათი საქართველოში“, - ნათქვამია მიმართვაში. ეჩანოვე ხაზს უსვამს, რომ „ევროკომისიას არასდროს უთხოვია ქართული მხარისთვის რეგულაციების დაუყოვნებლივი შემოღება, რომლებიც ბაზრებზე ხორცის შემოსვლას უზრუნველყოფს მხოლოდ სასაკლაოებიდან, და, მითუმეტეს, არ ყოფილა მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ეს რეგულაცია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების დასაწყისისთვის აუცილებელი წინაპირობა გამხდარიყო“. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2684.html
| |||
Posted by Drakula | 25 Jun 2011, 19:06 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.