მეცნიერება-ტექნოლოგიები: სახლის ზომის ასტეროიდი დედამიწისკენ მოძრაობს | World News | ||
საოფისე შენობის ზომის ასტეროიდი დედამიწისკენ მოძრაობს. მეცნიერთა პროგნოზით, იგი ოდნავ ასცდება დედამიწას: ასტეროიდი ჩვენს პლანეტას 23-ჯერ უფრო ახლოს მიუახლოვდება, ვიდრე მთვარე, იტყობინება “GHN“. ასტეროიდი დედამიწის ზედაპირიდან 17.7 ათასი კილომეტრში ჩაიქროლებს და იქნება საკმარისად კაშკაშა იმისათვის, რომ მისი დანახვა შესაძლებელი იყოს პატარა ტელესკოპში, აღნიშნეს ექსპერტებმა. კოსმოსური სტუმარი ოთხშაბათს, 22 ივნისს, ნიუ-მეხიკოში მდებარე რობოტოტექნიკურმა ტელესკოპმა დააფიქსირა, რომელიც ცას შესაძლო საფრთხეებზე ასკანირებს. ასტეროიდი დაადასტურა პიტერ ბერტუაისლის მიერ გადაღებულმა ფოტოებმა, რომელმაც ადრე უკვე აღმოაჩინა რამდენიმე ასტეროიდი საკუთარ ბრიტანულ ობსერვატორიაში, გადმოსცემს გაზეთი „ვზგლიადი“ The Daily Telegraph-ზე მინიშნებით. ასტეროიდს, რომლის სიგანე 10-დან 50 მეტრამდეა, უკვე მიანიჭეს სახელი - 2011 MD. „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ იგი დედამიწას არ შეასკდება, მაგრამ ატმოსფეროში რომ შესულიყო, ნარჩენების გარეშე დაიწვებოდა და, შესაძლოა, რამდენიმე მეტეორიტს დატოვებდა“, - აღნიშნა მეცნიერმა ემილი ბოლდუინმა დიდი ბრიტანეთიდან. ასტეროიდის ნახვა შესაძლებელი იქნება ღამით, ამიტომ ევროპის მაცხოვრებლებს, რომელშიც ასტეროიდის დედამიწასთან მოახლოების მომენტში დღე იქნება, ეს სიამოვნება არ ელით. სამაგიეროდ სამხრეთ ნახევარსფეროში შესაძლებელი იქნება დაკვირვება იმისა, თუ როგორ გადაკვეთს ასტეროიდი ცის კამარას. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2680.html
| |||
Posted by Drakula | 24 Jun 2011, 18:54 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.