aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: ამერიკელი სენატორის მემკვიდრემ მომვლელს 34 მილიონი დოლარი უანდერძა, ნათესავებს კი არაფერი დაუტოვა World News  World News 
104 წლის ამერიკელმა იუგეტ კლარკმა, 400 მილიონიანი ქონების მემკვიდრემ, სენატორისა და სპილენძის მაგნატის უილიამ კლარკის ქალიშვილმა, თავის მომვლელს 34 მილიონი დოლარი უანდერძა, ნათესავებს კი მდიდარმა მოხუცმა ცენტიც კი არ დაუტოვა, იუწყება “GHN“.



Reuters-ის ინფორმაციით, იუგეტ კლარკი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და უპირატესობას ანიჭებდა იმას, რომ მისი მოვლა განეხორციელებინათ საავადმყოფოებში, და არა ნიუ-იორკისა და კალიფორნიის შესანიშნავ სახლებში. ამისათვის მან 1991 წელს დაიქირავა მედდა-მომვლელი ჰადას პერი, რომელიც, 2005 წელს შედგენილი შვიდგვერდიანი ანდერძის ტექსტის თანამად, მისის კლარკისთვის „მეგობარი და ლოიალური კომპანიონი“ გახდა, გადმოსცემს NEWSru.com.


პერი, რომელიც მილიონერ ქალბატონთან „სხვებზე უფრო მეტ დროს“ ატარებდა, ფულის გარდა მიიღებს იუგეტ კლარკის თოჯინების კოლექციას, რომელშიც ასევე თოჯინების სახლები და ტანსაცმელი შედის. საერთო ჯამში, ექსპონატები რამდენიმე მილიონ დოლარად ფასდება.


14 მილიონი კლარკმა უანდერძა თავის ნათლიას ვანდა სტიკს, 500-500 ათასი - ადვოკატსა და ბუღალტერს, რომლებიც გამოძიების ქვეშ იმყოფებოდნენ მას შემდეგ, რაც სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ იმით, თუ როგორ მართავდნენ ისინი ქალბატონის ფინანსებს.


კლარკის ქონების უდიდესი ნაწილი, 275 მილიონი, ხელოვნებათა ფონდის - Bellosguardo Foundation-ის შექმნას მოხმარდება.


ცნობილია, რომ მილიონერი ქალბატონი 1928 წელს გათხოვდა, მაგრამ ეს ქორწინება ხანმოკლე და უშვილო აღმოჩნდა. იუგეტ კლარსკი საზოგადოებრიობის მხრიდან ყურადღებას თავს არიდებდა და სიმდიდრის ატრიბუტებით გარემოცვა არ უყვარდა. მამამისი უილიამი 1899-1900 და 1901-1907 წლებში მონტანას შტატის სენატორი იყო.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2678.html
Posted by Drakula | 24 Jun 2011, 18:51 | News »
 

"ეს საინტერესოა: ამერიკელი სენატორის მემკვიდრემ მომვლელს 34 მილიონი დოლარი უანდერძა, ნათესავებს კი არაფერი დაუტოვა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 30 September 2024
  • English Georgian