aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: ამსტერდამის სასამართლომ დაუშვა ყურანის შედარება ჰიტლერის ნაშრომებთან World News  World News 
ხუთშაბათს, 23 ივნისს, ამსტერდამის სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა ულტარმემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერის გეერტ ვილდერსის მიმართ, რომელსაც მუსულმანების გრძნობების შეუარცხყოფასა და რელიგიათაშორის მტრობის გაჩაღებაში ადანაშაულებდნენ.



როგორც Agence France-Presse  იტყობინება, პროცესზე თავმჯდომარე მოსამართლემ ვილდერსის განცხადებები „პოლიტიკური დებატების ფარგლებში“ დაშვებულად მიიჩნია.


რადიკალური პოლიტიკოსის ფიგურის გარშემო სკანდალი მას მერე გაჩაღდა, რაც 2006-2008 წლებში მან თავს უფლება მისცა, რიგი მძაფრი გამონათქვამები გაეკეთებინა ისლამის მომხრეების, ასევე თავად რელიგიის როგორც ასეთის მისამართით. კერძოდ, ერთ-ერთ გამოსვლაში მან ყურანი ადოლფ ჰიტლერის ნაშრომს „Mein Kampf“-ს („ჩემი ბრძოლა“) შეადარა.


ასევე დიდი რეზონანსი გამოიწვია მისმა 2008 წელს გადაღებულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „ფიტნამ“, რომელიც იმის დამტკიცებას ეძღვნებოდა, რომ ისლამი, არსობრივად, ტერორისტთა რელიგიას წარმოადგენს. შემდგომში სასამართლოს მეშვეობით ფილმის აკრძალვის მცდელობა წარმატებული არ ყოფილა.


პროცესის მსვლელობაში, რომელიც ხუთშაბათს დასრულდა, პროკურატურა ვილდერსის მხარეს გამოდიოდა. 2008 წელს, როდესაც მის წინააღმდეგ სარჩელი იქნა შეტანილი, გამომძიებლებმა პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე უარი თქვეს. მიუხედავად ამისა, 2009 წელს, სააპელაციო ინსტანციის შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ, საქმე მაინც აღიძრა.


2010 წელს პროკურატურამ კვლავ სცადა პროცესის დახურვა და უკან მოიხმო ბრალდებები ვილდერსის წინააღმდეგ, თუმცა სასამართლომ მოსმენების გაგრძელება მოითხოვა. 23 ივნისს გამოტანილ გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთებისას მოსამართლემ მარსელ ვან ოოსტენმა აღნიშნა, რომ, მიუხედავად პარტიის ლიდერის განცხადებების სკანდალური ხასიათისა, მაინც არ შეიძლება მათი შეფასება როგორც რელიგიათშორისი მტრობის გამომწვევისა.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2677.html
Posted by Drakula | 24 Jun 2011, 18:48 | News »
 

"საზოგადოება: ამსტერდამის სასამართლომ დაუშვა ყურანის შედარება ჰიტლერის ნაშრომებთან" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 November 2024
  • English Georgian