მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერებმა ადამიანებს გამოუყენებელი მეექვსე გრძნობა უპოვეს | ![]() | World News | |
![]() ეს სინათლემგრძნობიარე ცილა კრიპტოქრომია, რომელიც, სხვათა შორის, მიგრირებულ ფრინველებს დედამიწის მაგნიტური ველის „დანახვაში“ ეხმარება. თავიანთი მუშაობის ფარგლებში მეცნიერებმა, სტივენ რეპერტის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც ცილა ადამიანის თვალის ბადურიდან გადაუნერგეს ხილის ბუზებს (დროზოფილებს). საჭიროა განიმარტოს, რომ ამ ბუზებს აქვთ ცილა CRY1, რომელიც სპექტრში ლურჯი ფერისადმი მგრძნობიარეა და საშუალებას აძლევს ბუზებს, ორიენტაცია მოახდინონ მხოლოდ დღე-ღამის ნათელ პერიოდში, ხოლო ადამიანს სხვა სახეობის ცილა აქვს - hCRY2, რომელიც სინათლის წყაროზე დამოკიდებული არ არის. შედეგად ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ცილის გადანერგვის შემდეგ ბუზებმა მართლაც დაიწყეს მაგნიტური ველების გარჩევა. მეცნიერთა აზრით, მოცემული ექსპერიმენტი ამტკიცებს, რომ ადამიანის ცილა შეიძლება მუშაობდეს როგორც ერთგვარი „მაგნიტური სენსორი“, თუმცა ამჟამად უცნობია, შეუძლია თუ არა ამ თვისებების გამოყენება თავად ადამიანს. Source - http://www.km.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2675.html
| |||
Posted by Drakula | 24 Jun 2011, 01:02 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.