ეკონომიკა: აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 300 მილიონ დოლარს გამოუყოფს | Business & Economics | ||
აზიის განვითარებია ბანკმა საქართველოს 300 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი დაუმტკიცა. თანხა მდგრადი ურბანისტული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამების ფარგლებშია გამოყოფილი და დედაქალაქსა და საქართველოს სხვა მსხვილ ქალაქებში პრიორიტეტული სატრანსპორტო პროექტების განხორციელებას მოხმარდება. პროექტების პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს თბილისის მერი გიგი უგულავა და შეკრებილებს მიმართავს. მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში პრიორიტეტული სატრანსპორტო პროექტების არჩევა ქალაქის ტრანსპორტის განვითარების გეგმის შესაბამისად ხორციელდება, რომლის 2010-2011 წლებში შემუშავება აზიის განვითარების ბანკის გრანტით დაფინანსდა. გეგმის მიზანია ყველა იმ ფაქტორის გამოვლენა, რომლებიც არსებითად უშლის ხელს ტრანსპორტის განვითარებას და შესაბამისი სატრანსპორტო გადაწყვეტილებების შემუშავება. თბილისის სატრანსპორტო გეგმის ფარგლებში დღემდე 30-მდე პროექტი შემუშავდა, რომლებიც მიზნად ისახავს საგზაო ქსელისა და მოძრაობის მართვის გაუმჯობესებას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოსახლეობისათვის გაუმჯობესებული სერვისის შემოთავაზებას. აზიის განვითარების ბანკსა და თბილისის მერიას შორის აქტიური კონსულტაციების შედეგად განისაზღვრა ჩამონათვალი იმ პროექტებისა, რომლებიც საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. ესენი გახლავთ გორგასლის გვირაბი, მეტროს სადგურ „უნივერსიტეტის“ დასრულება, თბილისი-რუსთავის ტრასის მოდერნიზაცია და საავტომობილო ხიდი მტკვარზე, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ ძეგლის ტერიტორიას დიდუბესთან დააკავშირებს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2673.html
| |||
Posted by Drakula | 24 Jun 2011, 01:01 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.