ეკონომიკა: ბარამიძე: საქართველოში ხორცის ფასების ამაღლება ევროკავშირის მოთხოვნებთან არის დაკავშირებული | ![]() | Georgian News | |
![]() „ეს მოსახლეობისათვის, ასევე ხელისუფლებებისათვის სერიოზული პრობლემაა. არა მგონია, ეს ევროკავშირის ინტერესებში შესულიყო, მაგრამ განხორციელდა იმიტომ, რომ ჩვენთვის საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება მნიშვნელოვანია. მაგრამ, უკეთესი იქნებოდა, თუ ეს ეტაპობრივად, თუნდაც წლის განმავლობაში, გაკეთდებოდა, რათა ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო“, - აღნიშნა ბარამიძემ. მან მოუწოდა ევროკავშირის ექსპერტებს, უფრო ყურადღებით მიუდგნენ მსგავს საკითხებს და „ადგილობრივი თავისებურებები გაითვალისწინონ“. „ჩვენ გვაიძულეს და ჩვენ ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გავაკეთეთ, მაგრამ ამგვარი ნაბიჯების განხორციელება უმჯობესია ეტაპობრივად“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, მთავრობის ამოცანაა შესაბამისი კანონმდებლობისა და სფეროების გაუმჯობესება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2672.html
| |||
Posted by Drakula | 24 Jun 2011, 01:00 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.