ეს საინტერესოა: ჰოლანდიაში „ინტერაქტიული“ მონეტები გამოუშვეს | World News | ||
22 ივნისს ნიდერლანდების სამეფო სამონეტო ეზომ მსოფლიოში პირველი „ინტერაქტიული“ მონეტები გამოუშვა. როგორც უწყების საიტზეა ნათქვამი, ახალი მონეტები მოიჭრა სამონეტო ეზოს დაარსების დღიდან 100 წლის იუბილესთვის. მიმოქცევაში შევიდა 5 ევროს ღირებულების ვერცხლის და 10 ევროს ღირებულების ოქროს მონეტები. მონეტის ერთ მხარეს დატანილია ნიდერლანდების დედოფლის ბეატრიქსის გამოსახულება, მეორეზე - QR-კოდი (Quick Response). კოდი გახლავთ შავ-თეთრი კვადრატი, რომლის წაკითხვაც შეიძლება მობილური ტელეფონის კამერის საშუალებით, თუ მასზე ამომცნობი პროგრამაა დაყენებული. მომხმარებლები, რომლებიც საიუბილეო მონეტებზე კოდს წაიკითხავენ, გადამისამართდებიან დღესასწაულისადმი მიძღვნილ საიტზე, სადაც მათ გარკვეული „სიურპრიზი“ ელით, წერს Laptop. საიტი ოფიციალურად მუშაობას დაიწყებს 12:00 საათზე ადგილობრივი დროით. QR-კოდები აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნებში რეკლამის ან ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის სფეროებში. ასე, მიმდინარე წლის აპრილში დუბაის ხელისუფლებებმა გადაწყვიტეს ქალაქის ყველა შენობისთვის ამგვარი კოდების მინიჭება, რომელთა დახმარებით შესაძლებელი იქნება ობიექტის შესახებ ინფორმაციის გაგება, მაგალითად, მისი მფლობელების, მოიჯარეების, ასევე ფართობის, დაგეგმარებისა და შენობის სხვადასხვა შემოწმებების შესახებ. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2669.html
| |||
Posted by Drakula | 24 Jun 2011, 00:58 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.