პოლიტიკა: საქართველოს სსს: ოქრუაშვილი საქართველოში რუსეთის სპეცნაზთან ერთად გეგმავდა დაბრუნებას | Georgian News | ||
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იმყოფება ვლადიკავკაზში, სადაც საქართველოს რუსეთის სპეცნასთან ერთად დაბრუნებისა და რიგი ობიექტების დაპყრობის გეგმას ამუშავებდა. ასეთია ინფორმაცია, რომელიც საქართველოს სსს-მ „ქართული პარტიის“ ზოგიერთი აქტივისტის დაკავებასთან დაკავშირებით გაავრცელა, იტყობინება “GHN“. საქართველოს სსს-მ დააკავა „ქართულ პარტიასთან“ დაკავშირებული რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ცდილობდნენ შეიარაღებული დაჯგუფების შექმნას, რომელსაც მხარი უნდა დაეჭირა ირაკლი ოქრუაშვილისთვის საქართველოში მისი დაბრუნების დროს. ამის შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს სსს-ში გამართული ბრიფინგისა და დაკავებული პირების ჩვენებების გავრცელების შემდეგ. კერძოდ, ერთ-ერთმა დაკავებულმა გიორგი საბაშვილმა მოყვა საქართველოში, რუსული სპეცნაზის მხარდაჭერით, ირაკლი ოქრუაშვილის დაბრუნების გეგმის შესახებ. ირაკლი ოქრუაშვილი გეგმავდა ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთას 200 სპეცნაზმელის დახმარებით, სადაც მას უნდა შეხვედროდა ქართველთა ჯგუფი, რის მერეც უნდა მომხდარიყო გამშვები პუნქცია განიარაღება. პუნქტში, თითქოს-და, გავიდოდა ცარიელი „ზილი“, რომელშიც სინამდვილეში ოქრუაშვილი და დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები ისხდებოდნენ და მოხდებოდა გამშვები პუნქტის განიარაღება“, - თქვა საბაშვილმა. ამას გარდა, ჩვენებებში აღნიშნულია, რომ ამის მერე დაგეგმილი იყო თავდასხმა გორში განლაგებულ სპეციალური დანიშნულების რაზმის შენობაზე და შიდა ქართლის პოლიციის შენობაზე. ამას გარდა, საბაშვილმა აღნიშნა, რომ ოქრუაშვილი იმყოფებოდა ვლადიკავკაზში, სადაც შეხვედრები გამართა დანაშაულებრივი დაჯგუფების რამდენიმე წარმომადგენელთან და მათ გამშვები პუნქტების კოორდინატების დადგენა დაავალა. ეს ინფორმაცია მას მიაწოდეს. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2667.html
| |||
Posted by Drakula | 24 Jun 2011, 00:56 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.