ეს საინტერესოა: ჩინელმა ბიზნესმენმა, შვილიშვილის დაბადების გამო, 2 მლნ დოლარის ბონუსების გაცემა გადაწყვიტა | World News | ||
ჰონგკონგის ერთ-ერთმა ყველაზე შეძლებულმა ბიზნესმენმა, დეველოპური კომპანია Henderson Land Development-ის დამფუძნებელმა და მოქმედმა უფროსმა, მეექვსე შვილიშვილის დაბადების პატივსაცემად, თანამშრომლებისათვის 2 მლნ აშშ დოლარის საერთო თანხის პრემიების გაცემა გადაწყვიტა. AFP-ის ინფორმაციით, საშუალოდ ერთი პრემიის სიდიდე დაახლოებით 1 285 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ბონუსებს 1500 მომუშავე მიიღებს. გასულ კვირაში Henderson Land-ის ხელმძღვანელის უმცროსი ვაჟის მარტინისა და მსახიობ კეტი ჩუის ოჯახში, რომელშიც უკვე ორი ქალიშვილია, ბიჭი დაიბადა. ეს 83 წლის მილიარდერის მეექვსე შვილიშვილია. 2010 წლის ოქტომბერში მან ასევე გადაუხადა პრემიები მომუშავეებს ოჯახში მომატების გამო. მაშინ ლი ჩცაოძი გააბედნიერა უფროსმა ვაჟმა, რომელსაც სუროგატულმა დედამ სამი ტყუპი ბიჭი გაუჩინა. Henderson Land-ის დამფუძნებლის ქონება 19 მლრდ აშშ დოლარად არის შეფასებული. Forbes-ის ვერსიით, მილიარდერთა სიაში ლი ჩაოცძის 28-ე სტრიქონი უკავია. Source - http://news.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2666.html
| |||
Posted by Drakula | 22 Jun 2011, 21:02 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.