aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: გამოიგონეს მეხსიერების გაუმჯობესების ხერხი მიკროჩიპის საშუალებით World News  World News 
ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ადამიანის მეხსიერების ხელოვნური გაუმჯობესების პრინციპული სქემა მიკროჩიპის დანერგვის მეშვეობით. ეს საშუალებას მისცემს ადამიანს გაიხსენოს ყველაფერი, რაც მანამდე დაავიწყდა.



იდეა მდგომარეობს ტვინში მიკროჩიპის დანერგვაში, რომელიც უსადენო კავშირის ტექნოლოგით იმართება. ამ ჩიპის მართვის პულტის ღილაკზე დაჭერის გზით, შესაძლებელია ინფორმაციის დამახსოვრებისა და დავიწყების პროცესების მართვა, წერს РБК daily.


ლაბორატორიის ვირთხებს ჩაუყენეს ჩიპი, რომელიც ორ ნეირონულ ზონაზე მოქმედებს და რომლებიც, თავის მხრივ, მოკლევადიანი მეხსიერების გრძელვადიანში გადაყვანის პროცესზე ახდენს გავლენას. ტვინში ჩამონტაჟებული ტექნიკური მოწყობილობა წარმოშობდა საკუთარ ელექტრულ სიგნალებს, რომლებიც ტვინის ნეირონებში გადიოდა და დამახსოვრებისა და დავიწყების პროცესზე მოქმედებდა. კერძოდ კი, ასე შესაძლებელი იყო მოგონებების ხელოვნურად აღდგენა.


მოკლედ რომ ითქვას, გააქტიურებული მოწყობილობისას ვირთხები მათთვის მანამდე ცნობილ მონაცემებს იხსენებდნენ, გამორთული მოწყობილობის დროს კი ივიწყებდნენ მათ. ეს დაამტკიცეს ექსპერიმენტით, რომლის დროსაც ტვინის იმ ნაწილის აქტიურობის ჩახშობისას, რომელიც მოკლევადიან მეხსიერებაზე არის პასუხისმგებელი, ვირთხებს არ ახსოვდათ, რაზე წვრთიდნენ, ხოლო მიკროჩიპის გააქტიურებისას, რომელიც ანალოგიურ სიგნალს გადასცემდა მოკლევადიანი მეხსიერების ზონიდან გრძელვადიანი მეხსიერების ზონაში, ისინი კვლავ იხსენებდნენ, თუ რას ასწავლიდნენ მათ.


მკვლევარები აპირებენ გამოცდათა ანალოგიური სერია მაიმუნებზე ჩაატარონ და გეგმავენ შემდგომში ეს აღმოჩენა გამოიყენონ ალცგეიმერის დაავადებისა და თავის ტვინის ფუნქციონირების დარღვევასთან დაკავშირებული სხვა დაავადებების მკურნალობისთვის.


თუმცა ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ადამიანის ტვინი დღემდე ბოლომდე შეუსწავლელი უკიდურესად რთული სისტემაა, რომელშიც შეჭრამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი შედეგები, რომელთა გათვლა რთული იქნება.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2665.html
Posted by Drakula | 22 Jun 2011, 21:00 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: გამოიგონეს მეხსიერების გაუმჯობესების ხერხი მიკროჩიპის საშუალებით" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 November 2024
  • English Georgian