aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ პირველ კვარტალში 5.8% შეადგინა Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის („საქსტატის“) წინასწარი მონაცემებით, რომლებიც 20 ივნისს გამოქვეყნდა, 2011 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,8% შეადგინა.



მიმდინარე ფასების თანახმად, 2011 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მშპ-მ 5.1 მლრდ ლარი შეადგინა.


წინა წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მშპ-ს რეალურმა ზრდამ, 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6% შეადგინა; შედეგად, 2010 წელს მშპ-ს ზრდამ 6.4% შეადგინა.


2011 წლის პირველ კვარტალში მრეწველობამ და ვაჭრობამ მშპ-ის სრული მოცულობის მესამედზე მეტი მოიცვა, შესაბამისად - 18.8% და 17%. მათ მოსდევს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 12.1%; სახელმწიფო მართვა - 10.6%; სოფლის მეურნეობა - 9.4% და ჯანდაცვა - 7.1%.


2011 წლის პირველ კვარტალში უმაღლესი ზრდა ფინანსურ სექტორში დაფიქსირდა - 24%; მას მოსდევს ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და გადანაწილება - 12.4%; უძრავი ქონება - 9.5%; ტრანსპორტი - 9.1%; გადამამუშავებელი მრეწველობა - 8.6%; სასტუმროები და რესტორნები - 8.6%; კავშირგაბმულობა - 7.6%.


სოფლის მეურნეობა, რომელშიც 2010 წელს 1.7%-იანი მოცულობის შემცირება დაფიქსირდა, 2011 წლის პირველ კვარტალში 1.7%-ით გაიზარდა.


„საქსტატის“ ინფორმაციით, 2011 წლის პირველ კვარტალში სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა შემცირება 5.5%-იანი მოცულობით.


საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი BG Capital-ის საინვესტიციო ქვედანაყოფის ანალიტიკოსი-მკვლევარი აცხადებს, რომ აპრილის წინასწარი მონაცემები ზრდის ტემპების არსებით შემცირებას გვიჩვენებს. მისი თქმით, მეორე კვარტალში მშპ-ის ზრდის პროგნოზი 3-35%-ს შეადგენს, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს მთელი 2011 წლის პროგნოზირებად მაჩვენებლებზე და, შესაძლოა, წლის ბოლოსთვის მშპ-ის ზრდა 5.5%-ზე დაბლა აღმოჩნდეს.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2663.html
Posted by Drakula | 22 Jun 2011, 20:54 | News »
 

"ეკონომიკა: საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ პირველ კვარტალში 5.8% შეადგინა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 29 April 2025
  • English Georgian