კულტურა: ალავერდში არსებულ სიტუაციას ევროკავშირის ატაშე გაეცნო | Georgian News | ||
ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებულ სიტუაციას ევროკავშირის სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი კატასტროფებისა და ტრანსპორტის საქმეების ატაშე საქართველოში ჯუან ეჩანოვე გაეცნო. დიპლომატი ალავერდში არასამთავრობო ბუნების დაცვის ორგანიზაციების კავკასიის ქსელი ინიციატივით ჩამოვიდა. ტაძრისა და მონასტრის ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ ჯუან ეჩანოვე მეტროპოლიტ დავითს და „საქწყალპროექტის“ წარმომადგენლებს შეხვდა და ძეგლისთვის შესაძლო საფრთხეების შესახებ ინფორმაცია მიიღო. „სიტუაცია ძალიან მძიმეა და დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს. ფრესკები დანესტიანდა და ტემპერატურის ამაღლების შემთხვევაში სიცხის გამო შესაძლოა გაიბზაროს. ტაძრის რამდენიმე ადგილას წყალი დგას. კედლები და იატაკი ობით დაიფარა. საფუტკრე და სხვა ზიანი არაფერია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება შემდგომში მოხდეს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა დავითმა. დიპლომატი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ალავერდის ძეგლის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას დაპირდა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2660.html
| |||
Posted by Drakula | 22 Jun 2011, 18:53 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.