საზოგადოება: გარდაიცვალა პლანეტის ყველაზე მოხუცი ქალბატონი | World News | ||
სამშაბათს, 21 ივნისს, ბრაზილიაში 114 წლის ასაკში პლანეტის ყველაზე მოხუცი ქალბატონი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მასმედია იტყობინება. მიმდინარე წლის მაისში გინესის რეკორდების წიგნმა 114 წლის მარია გომეს ვალენტინი, რომელიც წარმოშობით ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლური შტატ მინას-ჟერაისიდან იყო, დედამიწის ყველაზე მოხუც ქალბატონად გამოაცხადა. რეკორდების წიგნის საიტმა მისი ასაკი შთამბეჭდავად დაასახელა, ვინაიდან იგი დაიბადა ჯერ კიდევ „დედოფალ ვიქტორიას მეფობის დროს და კომპანია Ford-ის დაფუძნებამდე“. სპეციალურმა ექსპერტიზამ დაადგინა დაბადების თარიღის - 1986 წლის 9 ივლისის ნამდვილობა. განაცხადის განხილვის მომენტისთვის, 114 წლისა და 313 დღის შედეგით ბრაზილიელმა ქალბატონმა 48 დღით „გაუსწრო“ წინა რეკორდსმენი, ამერიკელი ბეს კუპერი, და ოფიციალურად იქნა აღიარებული დედამიწაზე ყველაზე მოხუც ადამიანად. დღეგრძელი ქალბატონის ოჯახის მონაცემებით, იგი გარდაიცვალა პნევმონიის შედეგების გამო და 115-ე დაბადების დღემდე სულ ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩებოდა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2656.html
| |||
Posted by Drakula | 22 Jun 2011, 18:51 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.