ეკონომიკა: დასახელდა ევროკავშირის უმდიდრესი ქვეყანა | World News | ||
ევროპის კავშირის 27 წევრს შორის, მოქალაქეთა მსყიდველობითი უნარიანობის თვალსაზრისით, უმდიდრესი სახელმწიფო, დიდი განსხვავებით, ლუქსემბურგი გახდა. ამას მოწმობს ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული გამოკვლევის მონაცემები. 2010 წლის მონაცემების ანალიზის დროს სააგენტო ევროკავშირის ქვეყნებში მშპ-ს მსყიდველობითი უნარიანობის სტანდარტებით (Purchasing Power Standard, PPS) აფასებდა - ესაა პირობითი ფულადი ერთეულები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ფასებს შორის სხვაობებს აღკვეთს. ევროსტატმა ლუქსემბურგის მშპ 283 ერთეულად შეაფასა (ევროკავშირის საშუალო დონის - 100-ის პირობებში). ამ სახელმწიფოს მოსდევს შემდეგი ქვეყნები: ნიდერლანდები (134 ერთეული), დანია, ირლანდია, ავსტრია (125 ერთეული თითოეულზე), შვედეთი (123), გერმანია (119), ბელგია (118), ფინეთი (116). ევროსტატის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთის მშპ-მ შეადგინა 113 ერთეული, საფრანგეთისა - 107, იტალიისა - 100. რუმინეთისა და ბულგარეთის მშპ საშულო დონეზე უფრო პატარა აღმოჩნდა დაახლოებით 55%-ით და შეადგინა, შესაბამისად, 45 და 43 ერთეული. ამდაგავრად, ევროსტატის გაანგარიშებებით, ბულგარეთი ევროკავშირის უღარიბესი სახელმწიფო აღმოჩნდა, გადმოსცემს РИА "Новости". ევროკავშირის შემადგენლობაში შედიან: ბელგია, გერმანია, ირლანდია, საბერძნეთი, საფრანგეთი, იტალია, კვიპროსი, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ავსტრია, პორტუგალია, სლოვენია, სლოვაკეთი, ფინეთი, ესტონეთი (იყენებენ ევროს), ასევე ბულგარეთი, ჩეხეთი, დანია, ლატვია, ლიტვა, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2654.html
| |||
Posted by Drakula | 22 Jun 2011, 18:50 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.